17 წლის მუსა უკაბირი ესპანეთის მოქალაქეა და ის ქალაქ ჟირონაში სამხრეთ კატალონიაში ცხოვრობდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების უმრავლესობას მაროკოს მოქალაქეობა აქვთ.
გამოძიების მონაცემების თანახმად, მუსა უკაბირმა თავისი ძმის დოკუმენტებით იქირავა ორი ავტომობილი, ერთი ტერაქტის მოწყობისთვის გამოიყენა, მეორით კი მიიმალა. მუსას ძმის მტკიცებით, დოკუმენტაცია, რომლითაც ფურგონის დაქირავება მოხდა მას ძმამ მოპარა.
ბარსელონას ტერაქტამდე ერთი დღით ადრე ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქ ალკანარეში საცხოვრებელი სახლი აფეთქების შედეგად დაინგრა. პოლიციის ინფორმაციით აღნიშნულ სახლში ტერაქტების განსახორციელებლად ბომბებს ამზადებდნენ, ასაფეთქებელი საშუალებების განადგურების შემდეგ ტერორისტებმა ტერაქტის მოწყობა ავტომობილის საშუალებით გადაწყვიტეს.
ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ესპანეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის მონაწილეები, მათი ასაკი 17-დან 24 წლამდეა.

მომზადებულია bbc-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






