ტრამპმა მთავარი მრჩეველი, სტივ ბენონი გაათავისუფლა
მსოფლიო - 08:58, 19 Aug, 2017     1925

დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

როგორც CNN-ი იუწყება, ბენონს გადადგომა აიძულეს. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით კი, წასვლის გადაწყვეტილება ბენონთან შეთანხმებით მიიღეს.

დონალდ ტრამპის ახლა უკვე ყოფილი მრჩეველი ცნობილია თავისი ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური შეხედულებებით. ის თეთრ სახლში დიდი გავლენით სარგებლობდა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი იდეოლოგი იყო.

პრეზიდენტობის პირველ თვეებში სტივ ბენონი დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი იყო. თუმცა როგორც გამოცემა The New York Times-ი წერს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტი თავის მრჩეველთან პირად შეხვედრას თავს არიდებდა.

როგორც BBC-ი აღნიშნავს, თეთრ სახლში ბენონის მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, თანამდებობიდან მისი გადაყენებისთვის ხელი შეეწყოთ. ისინი ეჭვობდნენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კულუარული შიდა დაპირისპირების შესახებ ამბების მედიაში გაჟონვაში ბენონის ხელი ერია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს სტივ ბენონის მომავალის შესახებ ჰკითხეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მრჩეველი კარგი ადამიანია და რომ ის რასისტი არ არის.

დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, სტივ ბენონმა მემარცხენე-ლიბერალურ ჟურნალს American Prospect-ს ინტერიუ მისცა, სადაც მოულოდნელად ყველა თეთრკანიან რასისტს „მარგინალი ჯამბაზები უწოდა“, ხოლო პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის მისამართით განცხადებების შერბილება ურჩია. მისი თქმით, ის ნაციონალიზმის მომხრეა მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში. ბენონის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა არ იზიარებს მის მოსაზრებებს, რის გამოც მას თეთრ სახლში ბრძოლა უწევს.

სტივ ბენონმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე მეტ ხანს, 210 დღე იმუშავა.

ის საინფორმაციო საგენტო Breitbart News-ის დამფუძნებელია, რომელიც „ალტერნატიული მემარჯვენეების“ რუპორად მოიაზრება. ვებგვერდზე ქვეყნდებოდა ულტრანაციონალისტური შინაარსის მასალები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42