ესპანეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია მესამე პირი, რომელიც ბარსელონასა და კამბრილსის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დაკავებული იმ ფურგონის მძღოლი, რომელმაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. კატალონიის საგანგებო სამსახურის განცხადებით, გარდაიცვალა ქალი, რომელიც კამბრილასის სპეცოპერაციისას დაიჭრა. ის თავდამსხმელმა გაქცევის დროს დანით დაჭრა. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად, ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა, რომელიც დრის უკაბირის ძმაა, მამაკაცის, რომლის საბუთებითაც ფურგონი დაიქირავეს
მასალის გამოყენების პირობები






