"ემანუელის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ჩემზე ახალგაზრდაა"- ბრიჯიტ მაკრონის გულწრფელი ინტერვიუ ELLE-თან
ეს საინტერესოა - 15:13, 18 Aug, 2017     3686

მის შესახებ ყველაფერი ითქვა, თუმცა მას საკუთარ თავზე აქამდე არ უსაუბრია. საფრანგეთის პირველი ლედის გულწრფელ ინტერვიუს ჟურნალი ELLE-ი აქვეყნებს.

„როდესაც მე ვკითხულობ ჩვენი წყვილის შესახებ, მუდმივად მაქვს განცდა რომ ვიღაც სხვის ისტორიას ვკითხულობ. ამ დროს ჩვენი ისტორია ისეთი მარტივია“- აღნიშნავს ბრიჯიტ მაკრონი, თუმცა სიყვარულზე საუბრისას, რომელიც მას თავდაპირველად გიჟური გატაცება ეგონა ამბობს, რომ „თუ მე ამ არჩევანს არ გავაკეთებდი, ჩემი ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა“

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრიჯიტი ლექტორი იყო, ემანუელ მაკრონი კი, მის ლექციებს ესწრებოდა. ამჟამად საფრანგეთის პირველი ლედი 64 წლისაა, პრეზიდენტი კი 39-ის.

ELLE - როდის მიხვდით რომ თქვენმა ურთიერთობამ ტრანსფორმაცია განიცადა?

ბრიჯიტ მაკრონი: მაშინ როდესაც ჩვენ ედუარდო დე ფილიპოს პიესაზე ვმუშაობდით პარასკევობით. მე უკვე შაბათითად შემდეგ პარასკევს ველოდი. ვერ ვხვდებოდი რატომ. ეს ძალიან გიჟურად მეჩვენებოდა.

ELLE - ეცადეთ წინააღმდეგობა გაგეწიათ?

ბრიჯიტ მაკრონი: დიახ, მე ვურჩიე ემანუელს, რომ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში წასულიყო, იმიტომ რომ ვფიქრობდი მისთვის ასე იქნებოდა უკეთესი. მაშნ ჩვენ შორის არაფერი არ ხდებოდა, თუმცა ჭორი მაინც გავრცელდა. მე მხოლოდ ჩემი შვილები სებასტიანი, ლორანი და ტიფანი მაღელვებდა და არა დანარჩენი მსოფლიო.

ELLE- როგორ გადაიტანეთ ის ცილისწამება და მიზოგინია, თქვენი ასაკობრივი განსხვავების გამო, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს კიდევ ერთხელ დაგატყდათ თავს?

ბრიჯიტ მაკრონი: ცუდად, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჩუმად ვიქნებოდი, შემდეგ ამან ჩაიარა.

ELLE- რა იყო ყველაზე მძიმე ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში.

ბრიჯიტ მაკრონი: მანძილი, რომელიც ჩვენ 2007 წლამდე გვაშორებდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს უზომოდ ბევრს ვწერდით.

ELLE- თქვენ ტრანსგრესიულად ცხოვრობთ?

ბრიჯიტ მაკრონი; საერთოდ არა, იმიტომ რომ ამ ამბავმა წყნარად ჩაიარა. მე თანმიმდევრულად მივიყვანე ჩემი ოჯახი ამის გაგებამდე... ემანუელმა თავის მხრივ თავისი ოჯახი... თუ რაღაცას ვანგრევთ , ყველაფერი არ უნდა გავანადგუროთ, დაშორებას ყოველთვის მოაქვს ზარალი. ბავშვები ხშირად განიცდიან. მე ვიცოდი რომ ბავშვებს ცუდ რამეს ვუკეთებდი და ესაა რასაც ყველაზე მეტად განვიცდიდი.მაგრამ მე არ შემეძლო ეს არ გამეკეთებინა. არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც სასიცოცხლო არჩევანის გაკეთება გიწევს, ერთად ყოფნის 20 წლის შემდეგ შემიძლია ვთავა, რომ ჩემთვის სწორედ ეს არჩევანი იყო ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივირთმევთ საუზმეს ყოველ დილით, მე ჩემი ნაოჭებით, ის კი თავისი სიჯანსაღით. ესაა რაცაა. მე რომ ეს არჩევანი არ გამეკეთებინა, ჩემი ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა. მე ბევრი ბედნიერება მქონდა ჩემს შვილებთან, მაგრამ ამავე დროს ვგრძნობდი, რომ „ამ სიყვარულით“ უნდა მეცხოვრა, როგორც ჟაკ პრევემ თქვა, იმისთვის რომ სრულად ბედნიერი ვყოფილიყავი.

ბრიჯიტ მაკრონის თქმით ემანუელთან ერთად ცხოვრება ექსტრაორდინალური თავგადასავლებითაა სავსე:

„ემანუელის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ის ჩემზე ახალგაზრდაა. ემანუელთან ერთად მე იმდენად შეჩვეული ვარ რომ ექსტრაორდინალური რამ უნდა დამემართოს, რომ უკვა ახალ ახალი თავგადასავლების მოლოდინი მაქვს. ასე ჰრძელდება უკვე 20 წელია“- აღნიშნავს ბრიჯიტი.

ბრიჯიტ მაკრონი ქალთა შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ XXI საუკუნეში ქალები უფრო ძლიერები გახდებიან:

„მე ვფიქრობ რომ XXI საუკუნე ქალების იქნება, ეს იქნებიან ქალები რომლებიც შეძლებენ გამოსავლის პოვნას“- აცხადებს ბრიჯიტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42