ISIS-ის მხარდამჭერები ბარსელონას ტერაქტს ზეიმობენ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარსელონაში, ტურისტების თავშეყრის ადგილზე, რამბლას ბულვარზე ფურგონი ხალხში შევარდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა,ფორუმებზე ISIS-ის მხარდაჭერები გააქტიურდნენ.
ისინი ტერაქტს ზეიმობენ. ჯიჰადისტებს, რომლებმაც ტერაქტი განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცებად“ მოიხსენიებენ და პატივს მიაგებენ.
გამოცემა Sun-მა ტელეგრამის მიმწერაც გაავრცელა, რომელიც ერთერთმა ფორუმმა გაავრცელა.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები






