ესპანეთის პრემიერის მარიანო რაჰოის განცხადებოთ, ამ ტერორისტულ ქმედებას გლობალური პასუხი სჭირდება.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
იმავე საღამოს პოლიციამ , ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, მეორე ტერაქტის აღკვეთის შესახევ განაცხადეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
აღნიშნული ტერაქტი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა, 2004 წლის ტერაქტის შემდეგ. მაშინ ისლამისტმა ბოევიკებმა მადრიდის მეტროში აფეთქება მოაწყვეს, რის შედეგადაც დაიღუპა 191, ხოლო დაშავდა 1 800 ადამიანი.
როგორ მოხდა ყველაფერი?
თავდასხმა , 17 აგვისტოს ადგილობრივი დროით 16:50 საათზე მოხდა.
ტურისტების თავშეყრის ადგილზე, რამბლას ბულვარზე ფურგონი ხალხში შევარდა.
დაღუპულები და დაშავებულები
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 13 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი. კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთაგან ყველაზე პატარა 3 წლის გოგონაა.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებულები 24 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მათ შორის არიან გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ბელგიის, ავსტრალიის, უნგრეთის, პერის, რუმინეთს, ირლანდიის, საბერძნეთის, კუბის, მაკედონიის, იტალიის, ალჟირისა და ჩინეთის მოქალაქეები.
ვინ არიან შემსრულებლები?
ესპანეთის პოლიციამ სამი დაკავებულის შესახებ განაცხადა.
ტერაქტის შემდედ, ფურგონის სავარაუდო მძღოლად, 28 წლის დრის უკაბირი დასახელდა და პოლიციამ მასზე ძებნა გამმოაცხადა, თუმცა ძებნის გამოცხადებიდან მალევე , დრისი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას საბუთები მოპარეს.
შემდეგ, ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად, ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა, რომელიც დრის უკაბირის ძმაა, მამაკაცის, რომლის საბუთებითაც ფურგონი დაიქირავეს.
სამართალდამცავთა თქმით, სწორედ მუსა მართავდა ფურგონს, რომელიც ხალხმრავალ ადგილას შევარდა. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
მეორე ტერაქტი?
საღამოს, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ტერაქტი ღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. როგორც კატალონიის პოლიცია იტყობინება, ტერორისტებს ყალბი შაჰიდის ქამრები ეკეთათ.
ტერაქტიდან მალევე, პოლიციელების ერთერთ ბლოკპოსტს მანქანა დაეჯახა, თუმცა უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს შემთხვევა ტერაქტთან.
„ისლამური სახელმწიფო“
ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რადიკალურმა, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ტერაქტის იგივე ტაქტიკა გამოიყენა ISIS-მა ნიცაში, 2016 წლის ივლისში, რასაც 86 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე შეკრებილ ხალხში სატვირთო შეიჭრა.
ნიცას ტერაქტიდან რამდენიმე თვეში, 2016 წლის დეკემბერში, ფურგონი შეიჭრა ,ბერლინში, საშბაო ბაზრობაზე, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






