სამართალდამცავთა თქმით, სწორედ მუსა მართავდა ფურგონს, რომელიც ხალხმრავალ ადგილას შევარდა. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ტერაქტის შემდედ, ფურგონის სავარაუდო მძღოლად, 28 წლის დრის უკაბირი დასახელდა და პოლიციამ მასზე ძებნა გამმოაცხადა, თუმცა ძებნის გამოცხადებიდან მალევე , დრისი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას საბუთები მოპარეს.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები






