ბარსელონას ტერაქტის შემდეგ 7 წლის ავსტრალიელ ბიჭს ეძებენ.
როგორც ბიჭის ბაბუა, ტონი ქენდმანი ფეისბუკზე წერს, მისი შვილიშვილი ჟულიან ქედმანი, ტერაქტისას გმოწვეული ქაოსის დროს დაიკარგა. ბიჭის დედა საავადმყოფოში იმყოფება.
ჟულიანის მამის თქმით, შვილს ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. მამა უკვე გაემგზავრა ბარსელონაში შვილის მოსაძებნად.
ჟულიანის ოჯახი ბიჭის ფოტოს ავრცელებს და მის პოვნაში დახმარერებას ითხოვს.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები






