ესპანეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია მესამე პირი, რომელიც ბარსელონასა და კამბრილსის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ეჭვმიტანილი ქალაქ რიპოლიში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. მისი ვინაობა და სპეცოპერაციის დამატებითი დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები






