„შეძრწუნებული ვარ ბარსელონაში მომხდარით. სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს“- გაანცხადა რონალდუმ.
ბარსელონელებს თანადგომას უცხადებს „რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასიც
„რა სამწუხაროა. ჩემი თანადგომა მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა“- წერს კასილასი.
მწუხარებას გამითქვამს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონადან“ რამდენიმე დღის წინ პსჟ-ში გადასული ნეიმარიც:
„ამ ტრაგიკულ დღეს მთელი ჩვენი ფიქრები ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ახლობლებთან დ ბარსელონაში ჩვენ მეგობრებთანაა. ჩვენ თქვენთან ვართ“- წერს ნეიმარი.
სამძიმარს უცხადებს ესპანელ ხალხს „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესიც. მესი ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი ვისაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება სურს გაცილებით მეტია:
„მინდა მივუსამძიმრო და გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა ჩვენ საყვარელ ქალაქში მომხდარი საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვგმობ ძალადობის ნებისმიერ აქტს. ჩვენ არ დავნებდებით. გაცილებით მეტნი ვართ ისინი, ვისაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება სურს და ვისი ცხოვრების მთავარი პრინციპი პატივისცემა და ტოლერანტობაა .“- წერს მესი.
ბარსელონელებს უსამძიმრებს ფეხბურთელი გარეტ ბეილიც, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, „ფორმულა1“-ის პილოტი ფერნანდო ალონსო, სერხიო რამოსი, ლუიშ სუარესი, ანდრეს ინიესტა , საფეხბურთო კლუბი "პსჟ"და სხვები.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






