უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი, გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, 19 წლის პაკისტანელი გოგონა , მალალა იუსაფზაი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ოქსფორდში, მიიღეს.
"აღტაცებული ვარ, ოქსფორდში ვიწყებ სწავლას! რთული სასწავლო წელი იყო და ყოჩაღ ყველა სტუდენტს, რომელმაც უმაღლეს ქულებზე დაასრულეს სწავლა. მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ" - წერს მალალა ტვიტერზე.
. მალალა ბლოგერი იყო და საკუთარ ბლოგში "თალიბანის" მოძრაობას აკრიტიკებდა, ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების მიღების უფლებების მოთხოვნებს აყენებდა.
2012 წელს მალალის მოკვლის მიზნით, თალიბანი იმ ავტობუსს დაესხა თავსა, რომელშიც მალალა იმყოფებოდა და თავის არეში მძიმედ დაჭრეს. გამოსაჯანმრთელებლად მას ორი რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა, სრულად გამოჯანმრთელდა და ქალთა უფლებების დასაცავად აქტიური ბრძოლა დაიწყო.
ახლა ის დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. 2013 წელს მიიღო პაკისტანელ აქტივისტსა და უფლებადამცველს ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია გადაეცა.
2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.
2017 წელს კი გაეროს მშვიდობის ელჩი.
მასალის გამოყენების პირობები






