საუბარია წარმოებისა და სტრატეგიისა და პოლიტიკის საბჭოებზე. მიზეზი კი კომპანიების ხელმძღვანელის მხრიდან ტრამპის კრიტიკა გახდა, რომლებიც აღნიშნული საბჭოს წევრები არიან.
შარლოტსვილში მიმდინარე ნეონაცისტური გამოსვლების შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, იგი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბიზნესმენმა გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად საბჭო დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა ვიჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, კონფლიქტის ორივე მხარეს დააკისრა.
ორშაბათს, ტრამპმა ნაციონალისტების ქმედებებს რასიზმი უწოდა და დაგმო, სამშაბათს კი ანტიფაშისტები და სხვა მემარცხენე დაჯგუფებებიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი მთელი დანაშაულის ულტრამემარჯვენეებზე გადაბრალებას ცდილობენ.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ყველა ფაქტი უნდა გამოაშკარავდეს.
გასული კვირის ბოლოს ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნაციონალისტების აქციაგაიმართა . ისინი კონფედერტების გენერლის, რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღებისგეგმას აპროტესტებდნენ.
ანტიფაშისტების კონტრაქცია მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. რის გამოცშარლოსტვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შარლოტსვილში მომხდარი არეულობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა 30-ზე მეტი კი დაშავდა.
პრეზიდენტი აქციებს პირველივე დღეს გამოეხმაურა, თუმცა პოლიტიკოსებმაც და საზოგადოების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ მისი სიტყვები ნეონაცისტების და კუკლუს-კლანის წევრების მიმართ სათანადოდ მკაცრი არ იყო.
ორდღიანი კრიტიკის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვირჯინიის არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი შეტაკებები დაგმო და რასიზმს ბოროტება უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






