ჰაკერებმა HBO-ს ტვიტერის ექაუნთი გატეხეს
მსოფლიო - 13:10, 17 Aug, 2017     1408

ჰაკერებმა HBO-ს ტვიტერის ექაუნთი გაუტეხეს.


ტვიტერზე კი პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც საკუთარი OurMine-ად მოიხსენიეს.

„გამარჯობა, OurMine აქ არის და ჩვენ უბრალოდ ვამოწმებთ თქვენი უსაფრთხოების დონეს. HBO-ს გუნდს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს, რათა ვასწავლოთ, როგორ უნდა დაიცვან თავი” – დაპოსტეს ჰაკერებმა.


ჰაკერების აღნიშნული ჯგუფი ცნობილი ადამიანებისა და კომპანიების ტვიტერების გატეხვით ცნობილია.

OurMine-მა ტვიტერი გაუტეხა Netflix-ს, ვიკიპედიის დამფუძნებელ ჯიმი ვეილსს, ტვიტერის თანადამფუძნებელ ჯეკ დორსის და ფეისბუქის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს.

შეგახსენებთ, HBO ჰაკერული თავდასხმის სამიზნე Game of Thrones-ის გამო რამდენჯერმე გახდა.

ჰაკერებმა 1 აგვისტოს , მე-7 სეზონის სერიების სცენარი , ასევე მსახიობების პირადი ინფორმაციები მოიპარეს. მაშინ აცხადებნდნენ, რომ მათ ხელთ 1.5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია იყო.

მე-7 სეზონის მე6-სერია “Death is the enemy" ეთერში 20 აგვისტოს უნდა გავიდეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ საკულტო სატელივიზო შოუს „სამეფო კარის თამაშების“ ეპიზოდის გავრცელება, მაშინ როცა ის ოფიციალურად ეთერში გასული არ იყო.

საქმე ეხება, Got-ის მე-7 სეზონის მეოთხე სერიის, "The Spoils of War"-ს, რომლის სატელევიზიო პრემიერა 4 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ 3 აგვისტოს ის ინტერნეტში გავრცელდა.

ტელევიზიის ისტორიაში Game of Thrones-ის სერიებს ყველაზე ხშირად იპარავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42