თიბისი დაზღვევაში ავტომობილის დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 17 Aug, 2017     1466
თიბისი დაზღვევამ მომხმარებლისთვის ავტომობილის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთშია შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ლინკზე online.tbcinsurance.ge შესვლა და რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რის შემდეგაც მომხმარებელი ონლაინ ახორციელებს გადახდას და იძენს ავტომობილის დაზღვევას.

ავტომობილის დაზღვევის ონლაინ შეძენისას თიბისი დაზღვევა თავის მომხმარებლებს ასაჩუქრებს. მათ, ვინც ონლაინ შეიძენს ავტომობილის დაზღვევას, საჩუქრად გადაეცემა 10,000 ლარამდე ლიმიტის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და 10,000 ლარამდე ლიმიტის მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ეს მათ დააზღვევს იმ ზარალისგან, რომელიც უკავშირდება ავტოავარიის შემთვხვაში მესამე პირის ავტომობილის დაზიანების ხარჯებს და მანქანაში მყოფი მგზავრების მკურნალობის ხარჯებს.

ონლაინ შეძენის პროცედურა უმარტივესია, საჭიროა ავტომობილის დასახელებისა და ღირებულების მითითება, ავტომობილისა და მისი მფლობელის პირადი მონაცემების შეყვანა და ონლაინ გადახდა. შევსების პროცესში, კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს სულ მალე ექნება საშუალება ონალინ ჩატის საშუალებით დაუსვას კითხვები სადაზღვევო აგენტს და მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.

„ბაზარზე შემოსვლისას ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, რომ ორინტირებული ვიქნებოდით თანამედროვე, მარტივი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაზე. ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის პლატფორმაც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე შეიქმნა. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით ბი ბოტი, რომელიც ასევე სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენას დისტანციურად, ჩატიდან გაუსვლელად. ამ სტრატეგიას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სადაზღვევო პროდუქტებს შევთავაზებთ,“- განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

მომავალში ავტოდაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც ონლაინ იქნება შესაძლებელი.

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=YK4KdVek6uU





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42