სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პოექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 16 Aug, 2017     1346
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ჰუნანის პროვინციის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსის მოადგილესთან, იუ ქსიონგსთან, ამავე პროვინციის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის აღმასრულებელ დირექტორთან, ქსუ ვეისთან და სოფლის მეურნეობის კორპორაციის გენერალურ დირექტორთან, ჟოუ ჟონგლინთან გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღნიშნული პროექტი ჩინეთის სახალხო რესბუბლიკის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება. პროექტის პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს მთავრდება. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მეორე ფაზის დეტალები განიხილეს, რაც მარნეულსა და წყალტუბოში მზის სათბურების მშენებლობას გულისხმობს.

„პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. ჩინელმა კოლეგებმა გამოთქვეს პროექტის გაგრძელების სურვილი, რაც მისასალმებელი ფაქტია. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში სასათბურე მეურნეობას სამაცივრე მეურნეობაც დაემატება, რაც მნიშვნელოვანია, რათა ღირებულებათა ჯაჭვის მთელი ციკლი შეიკრას. აღსანიშნავია, რომ ჩინურმა მხარემ შეხვედრაზე შემოგვთავაზა ქართველ ფერმერებისთვის შევქმნათ ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგი სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე გაიარეს. ტრენინგის მონაწილეებმა სათბურები, ლაბორატორიები, ჩაის და აბრეშუმის ფაბრიკები, ასევე ჩაის და ბამბუკის პლანტაციები დაათვალიერეს.

„პროექტი, რომელსაც ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი საქართველოში ახორციელებს მრავალკომპონენტიანია - მოიცავს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას და საქართველოში აგრარაულ დარგში ახალი ტექნოლოგოების დანერგვას ითვალისწინებს.“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინურ კომპანიასთან „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ ერთად 2014 წლიდან მასშტაბურ პროექტს „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42