აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თვითერ პოსტი შარლოსტვილის მოვლენებზე, თვითერის სიტორიაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.
ბარაკ ობამას პოსტს პირველივე დღეს 3 მილიონამდე მოწონება ჰქონდა, მსგავსი რამ სოციალური ქსელის არსებობის ისტორიაში არ დაფიქსირებულა.
თეთრკანიანი ნაციონალისტების საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელმაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა თვითერზე მისი და სხვადასხვა რასის ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა, თან კი ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიული წიგნიდან ციტატა დაურთო:
"არავინ იბადება სხვა ადამიანისადმი სიძულვილით კანის ფერის, წარმოშობისა თუ რელიგიის გამო, ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიძულვილი და თუ ისინი შეძლებენ სიძულვილის სწავლას, მაშინ შეძლებენ სიყვარულის სწავლასაც. სიყვარული უფრო ბუნებრივია ადამიანის გულისთვის, ვიდრე მისი საწინააღმდეგო მდგომარეობა, — ნელსონ მანდელა" - წერს ობამა.
ფოტო კი, რომელზეც ბარაკ ობამა ფანჯარასთან დგას და სხვადასხვა რასის ბავშვებს ესალმება, 2011 წელს, მისმა პირადმა ფოტოგრამა პიტ სოუზამ გადაიღო, მერილენდის შტატში, საშა ობამას სკოლასთან მდებარე საბავშვო ბაღში.

ბარაკ ობამამ ჩაჩანაწერი სამ ტვიტად დაყო.
„არავინ იბადება სხვა ადამიანისადმი სიძულვილით კანის ფერის, წარმოშობისა თუ რელიგიის გამო“ — ნათქვამია პირველნაწილში.
მეორე ნაწილი ასე ჟღერს: „ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიძულვილი. და თუ ისინი შეძლებენ სიძულვილის სწავლას, მაშინ შეძლებენ სიყვარულის სწავლასაც“.
ჩანაწერის მესამე ნაწილში წერია: „… სიყვარული უფრო ბუნებრივია ადამიანის გულისთვის, ვიდრე მისი საწინააღმდეგო მდგომარეობა, — ნელსონ მანდელა“.
მანამდე ყველაზე პოპულარული ტვიტი მომღერალ არიანა გრანდეს ეკუთვნოდა, რომელიც 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოაქვეყნა და რომელსაც 2.7 მილიონი მოწონება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






