-როგორ მოვიქცეთ როდესაც განქორწინება გვსურს მეუღლეს კი არ სურს განქორწინება და წინააღმდეგია?
ადვოკატი - ოჯახური დავები საკმაოდ გახშირებულია სასამართლო დავებს მეკუთვნება. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ.
ქორწინება იურიდიულად ძალაში შედის მარეგისტრირებელ ორგანოში ხელის მოწერის დღიდან და არა (ჯვრის წერიდან)როგორც ზოგს გონია შესაბამისად განქორწინება თუ სურს მეუღლეებს მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა მივიდენ და ხელი გააწერონ რომელიც 50 ლარის ღირს და 4 სამუშაო დღეში სრულდება.
თუკი ერთ ერთ მეუღლეს არ სურს განქორწინება მაშინ მეორე მეუღლეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით და სასამართლოს მეშვობით მოხდება განქორწინება.
-რისი უფლებები აქ მეუღლეს განქორწინების გარდა?
ადვოკატი- ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეიძლება ჩაითვალოს თითოეული მეუღლის თანასაკუთრებად, გარდა ქორწინების პერიოდში ჩუქებით მირებული ქონებისა და ასევე მემკვიდრეობით მიღებულ ქონებისა მაგალითად თუ ქმარმა იყიდა ბინა ცოლს უფლება აქ სასამართლოთი მოითხოვოს თანამესაკუთრედ ცნობა
თუ ქმარმა მიიღო მემკვიდრეობით ბინა ან ჩუქებით ბინა ამ შემთხვევაში ცოლს არ აქ უფლება მოითხოვოს თანამესაკუთრედ ცნობა გარდა იმ შემთხვევისა თუ ერთად ცხოვრების პერიოდში ამ ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მნიშვნელოვანი არსებითი გაუმჯობესება არ მოხდა მეორე მეუღლისგან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელოა ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.
-აქვთ თუ არა შვილებს მშობლისგან წილის მოთხოვნის უფლება?
-ადვოკატი -მოქმედი კანონმდებლობით შვილებს მშობლებისაგან მათი სიცოცხლის პერიოდში წილის მოთხოვნის უფლება არ აქვთ მაგრამ,აქვე დავძენ რომ; იმ მშობელს რომელთანაც იცხოვრებს ბავშვი შეუძლია მეორე მშობელს სამოქალაქო კოდექსის 1214 მუხლის საფუძველზე სასამართლოს მეშვეობით დააკისროს ალიმენტი.
- როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც შვილს არ გვანახებენ?და არც მისი წამოყვანის უფლებას არ გვაძლევენ?
ადვოკატი -ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასამართლოს და ადვოკატის მეშვოებით აწარმოოთ საქმე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ (თუ გაქვთ სურვილი შვილი თქვენთან ცხოვრობდეს) ან ბავშვის ნახვის და წამოყვანის დღეების განსაზღვრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსამართლე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს დანიშნავს და მისი დასკვნის საფუძველზე მოხდება თქვენი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.


მასალის გამოყენების პირობები






