სემ ტარლიმ GOT-ის მთავარი ინტრიგა უყურადღებოდ დატოვა, გილიმ კი ჯონ სნოუს წარმომავლობის საიდუმლოს ფარდა ახადა
ეს საინტერესოა - 16:40, 15 Aug, 2017     2233
ფრთხილად, თუკი ჯერ არ გინახავთ Game of Thrones-ის მე-7 სეზონის მე-5 ეპიზოდი, თავს ნუ დაისპოილერებთ.
Game of Thrones-ის მე-7 სეზონის მე-5 სერია უკვე აღიარეს ფილერად, ანუ ისეთ ეპიზოდად, რომელიც შემდეგი შთამბეჭდავი სერიებისთვის მომზადებას წარმოადგენს. ვინც სერია უკვე ნახეთ, აღმოაჩენდით, რომ წინ ნამდვილად ეპიკური სერიები გველოდება.


მეხუთე ეპიზოდში, ჯონისა და დრაკონის შეხვედრით, დავრწმუნდით, რომ ის ნამდვილად ტარგარიანია, ასევე გაჩნდა მოსაზრება ტირიონის ტარგარიანობისა და ბრან სტარკის ღამის მეფობის შესახებ.


ამ სტატიაში კი ერთ მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელმაც დიდი საიდუმლოს ახადა ფარდა, თუმცა სემუელ ტარლიმ ყურადღება არ მიაქცია.

სემ ტარლი მაისტერების საუბრიდან იგებს, რომ ბრან სტარკმა ჩრდილოეთიდან ყორანი აფრინა, რომელშიც მოახლოებულ მკვდრების არმიაზე წერს. მეისტერებს სემი ეტყვის, რომ ცნობა სავარაუდოდ სიმართლეა, რადგან თეთრი მოსიარულეები თავადაც უნახავს, თუმცა მათ ეს არ სჯერათ.

გილი, რომელსაც წერა-კითხვა ახალი ნასწავლია აქვს, უმაღლეს სეპტონ მეინარდის ჩანაწერებში აღმოაჩენს, რომ რაეგარ ტარგარიენი ლიანა სტარკთან კანონიერად იყო დაქორწინებული, რაც ფარდას ხდის საიდუმლოს და ადასტურებს, რომ ჯონი ტახტის კანონიერი მემკვირდეა.

ხელნაწერიდან ირკვევა, რომ სეპტონმა რეიგარ ტარგარიენის პირველი ქორწინება გააუქმა და ის სხვა ქალზე საიდუმლოდ დააქორწინა დორნში.

თუმცა, მეისტერების დამოკიდებულებით გაბრაზებული სემი გილის ნათქვამს ყრუადღებას არ აქცევს , მან ხომ არ იცის, რომ ჯონი რაეგარის შვილია და ციტადელის დატოვებას განიზრახავს.

სემი აკრძალული საცავიდან რამდენიმე წიგნს იპარავს და გილისთან და პატარა სემთან ერთად ქალაქს ტოვებს, ისე რომ არ იცის, ჯონი ტარგარიანია, თანაც ნამდვილი ტარგარიანი, ტახტის ღირსეული კანდიდატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42