საქართველოს არმიის ყოფილ ოფიცერს მსოფლიოს ელექტრონული ვალუტა IPO–ზე გამოყავს
მსოფლიო - 14:24, 15 Aug, 2017     1154

საქართველოს არმიის ყოფილ ოფიცერმა ანდრეი ბაბაიანმა, ინჟინერმა ლოს–ანჯელესიდან, მონაწილეობა მიიღო ახალი ელექტრონული ვალუტის დაპროექტებაში, კერძოდ შეიმუშავა მომხმარებლებისთვის საპროგრამო უზრუნველყოფის ხარისხის შემმოწმებელი პროგრამა. კლაუდკოინების შემუშავებაში გამოიყენება რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ცვლის კრიპტოვალუტებში გამოყენებულ ბლოკჩეინს. ახალ ტექნოლოგიას ქვია RAIDA (Redundant Array of Independent Detection Agents). ეს ახალი ტექნოლოგია გახლავთ მეორე ტექნოლოგია (ბლოკჩეინი არის პირველი), რომელიც დახმარებას უწევს ციფრული ვალუტების დამახასიათებელ ფიზიკური მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას.

ანდრეი ბაბაიანმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ტესტირებას უწევს ელექტრონული ვალუტა კლაუდკოინს ბაგების არსებობაზე. არსებითად, საუბარია იმის შესახებ, რომ მომხმარებლისთვის გარანტირებული იქნას მათი კომპიუტერების ფუნქციების შენარჩუნება ახალ ვალუტასთან ურთიერთქმედებისას და კონტროლი გაეწიოს კონსორციუმის პროგრამისტების მიერ გამოშვებული პროგრამის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას. „ანდრეი უზრუნველყოფს მომხმარებლის მხრიდან კლაუდკოინის მიმართ მაღალი დონის ნდობას, და ამაშია მისი მთავარი დამსახურება“– ამბობს შონ ვორსინგტონი –ახალი ელექტრონული ვალუტის შექმნის პროექტის დამფუძნებელი. შონ ვორსიგნტონი გახლავთ ინფორმატიკის მასწავლებელი კალიფორნიიდან, ის თვლის რომ საქართველოს სპეციალისტის წვლილი უკიდურესად ღირებულია.

ქართული წარმოშობის ამერიკელმა განაცხადა, რომ გაიგო კლაუდკოინის შესახებ პროგრამისტის სერგეი ჟიტინსკის ინტერვიუდან, რომელიც დაბეჭდილი იყო რუსეთის გაზეთ „იზვესტია“–ში, და მას დააინტერესა თავითონ ტექნოლოგია. მან შეიძინა რამდენიმე პაკეტი და ტესტირების დროს აღმოაჩინა განსაზღვრული ხარვეზები მომხმარებლის ინტერფეისში, რის შემდეგაც დაუწერა უკუკავშირის მისამართზე, რომელიც ნახა ელექტრონული ვალუტის საიტზე. შონ ვორსინგტონმა სწრაფად გამოეპასუხა და შესთავაზა ჩართულიყო კონსორციუმში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ტესტირებაში.

ანდრეი ბაბაიანი უწოდებს ახალ ტექნოლოგიას რევოლუციურს, სწორედ ტექნოლოგიის ინოვაციურობამ დააინტერესა ის შონის წინადადების მიღებისას. «RAID შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ელექტრონულ ვალუტაში,– ამბობს ანდრეი ბაბაიანი, – მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოთ საკუთარი ციფრული პოდუქციის ავტორობა, თუკი ჩაკერავთ მასში სპეციფიურ ელეტრონულ ნომერს. ამის შემდეგ თქვენი ფოტოს ან ტექსტის „მოპარვა“ გამორიცხული იქნება“.

გარდა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა, კონსორციუმის ფარგლებში ანდრეი აწარმოებს Cloudcoin Research ჰოლდინგის რეგისტრაციას, ამზადებს დოკუმენტაციას ჰოლდინგის IPO–ზე გასაყვანად, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას მიიზიდოს დამატებითი საშუალებები ვალუტის პოპულარიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის.

CloudCoin პროექტის უახლოეს გეგმებშია – კლაუდკოინის გაყვანა DEX-TRADE –კრიპტოვალუტების ვაჭრობის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელიც საშუალებას იძლევა

ადვილად იყიდო და გაყიდო კრიპტოვალუტები და ფიატური ფული. მაისის ბოლოდან მუშაობს ბირჟის გამარტივებული ვერსია, სადაც ახალი ვალუტის მფლობელები აწარმოებენ კლაუდკოინების ყიდვა–გაყიდვას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტესტურ რეჟიმში 2017 წლის თებერვლიდან იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის. 2014 წლის მაისში, იმ მომენტისთვის უკვე ექს–პრემიერი ივანიშვილის ფონდმა მიიღო მონაწილეობა BitFury საინვესტიციო რაუნდში, და ჩადო 10 მილიონი დოლარი

ბიტკოინების და მაინინგების დანადგარების მწარმოებელ კომპანიაში. ბიტკოინების და მაინინგების ცენტრი ორგანიზებული იქნა საქართველოში, ფონდის ხელმძღვანელის გადმოცემით, ამით შეიქმნა ოცი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი. ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერესი სტაბილურად იზრდება.

დამატებითი ინფორმაცია

კლაუდკოინი მისი მთავარი კონკურენტის – ბიტკოინისგან განსხვავებით, არ ვარაუდობს საჯარო რეგისტრს ან ანგარიშებს, რაც ხდის მას სრულიად ანონიმურს, იმ დროს, როცა ბიტკოინს შეიძლება თვალყური ადევნო, თუკი ანგარიშის ნომერი დაკავშირებულია მფლობელთან.

კლაუდკოინი დაცულია თანამედროვე კვანტური კომპიუტერებისგან. შეუძლებელია განხორციელებული იქნას კლაუდკოინების „მაინინგი“, ისინი ყოველთვის 16.777.216, რაც ხდის კლაუდკოინს პირველ ვალუტად, რომელიც არ შეიძლება გაყალბებული იქნას ან დაიკარგოს. მაგრამ კლაუდკოინის მთავარი უპირატესობაა - მათი სიმარტივე და გამოყენების სისწრაფე. შეყვანილი jpeg გამოსახულებები ხდიან კლაუდკოინებს ფულის მსგავსებად. ტრანზაქცია ხორციელდება 2 წამზე ნაკლებ დროში, ხოლო ბიტკოინებთან მუშაობისას საჭიროა 84 წუთი დადასტურების მისაღებად. კლაუდკოინების შესყიდვას დასჭირდება სულ რამოდენიმე წუთი, ხოლო ბიტკოინებთან სამუშაოდ საჭიროებს დღეები.

შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებლებმა მიიღეს დაშვება ახალ CloudCoin კრიპტოვალუტასთან 15 მარტს. უკვე გახსნილია ვირტუალური ფულის გაყიდვის წერტილები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში. პროექტში მონაწილეთა აზრით, კლაუდკოინები უნდა გახდნენ ბიტკოინზე მეტად თანამედროვე და ადვილად გამოყენებად ვირტუალურ ვალუტად. ფართოდ ცნობილი ვალუტისგან განსხვავებით, რომელიც შემუშავებულია კრიპოტოგრაფიის საფუძველზე, კლაუდკოინები იყენებენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს. კლაუდკოინების ნამდვილობის შემოწმებას სჭირდება 1–2 წამი (ბიტკოინების – 10–დან 40 წუთამდე), თან თავად პროცედურა ტარდება უბრალო ვებ–გვერდის ან პროგრამის მეშვეობით. ახალ ვალუტაზე ოპერაციის დროს მომხმარებელი არ საჭიროებს აღრიცხვის ჩანაწერს და ელექტრონულ საფულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42