„საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“- დავით საგანელიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:16, 15 Aug, 2017     1435

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“- ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება და საქმიანი ატმოსფერო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია. ამის დასტურია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა ჩინეთიდან ჩამოსულმა 80-დე მსხვილმა კომპანიამ მიიღო.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გააქტიურებული ურთიერთობა ცალსახად ჰპოვებს ასახვას ბიზნესის განვითარებაზე. ძიანგსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. ჩინელი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ჩაის კულტურის, ღვინის ექსპორტის, მსუბუქი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ გამოხატავენ. ძიანგსის პროვინციის სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფმა უკვე დააფიქსირეს მზადყოფნა საქართველოში კერამიკის წარმოებაში, ქვანახშირის მოპოვებასა და ტექსტილის სფეროში კაპიტალდაბანდებისთვის.

„მე მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო სექტემბერში PABSEC-ის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პეკინსა და შანხაიში გაიმართება სამთავრობო შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლა უკვე არამხოლოდ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში, არამედ დამაკავშირებელი ხიდი ხდება PABSEC-ის ქვეყნებსა და აზიას შორის“- განაცხადა „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC-ის) მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა "აბრეშუმის გზა -ეკონომიკური სარტყელის" პროგრამაში, დავით საგანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42