ბრანი საკუთარ ხილვაში ხედავს ღამის მეფეს, რომელიც მას ეხება. ამის გამო სამთვალიანი ყორნის გამოქვაბული დაუცველი ხდება და თეთრი მოხეტიალეები მას ესხმიან. კლავენ რა ყორანს და რამდენიმე ბავშვს, ისინი მისდევენ დანარჩენებსაც. გამოქვაბულის მეორე მხარეს მდებარე კარიდან გაქცეულებს იცავენ ბრანის მგელსაზარა და ჰოდორი, რომელსაც ბრანი მოულოდნელად ხილვაში ხედავს - ბავშვობისას. ჰოდორი აკავებს კარს და მასაც, ისევე, როგორც მგელსაზარას კლავენ, ხოლო მირა ბრანს მიათრევს ციგით.
აქ კი მნიშვნელოვანია მომენტი, როდესაც ხდება ღამის მეფის მზერის გადასვლა ბრანის მზერაზე, როდესაც ის აწმყოში ბრუნდება. და ნებისმიერი ხილვისას, როდესაც სამთვალა ყორანი ღამის მეფეს ხედავს, ისინი ერთმანეთს თავლებში უყურებენ. ბრანი - ღამის მეფის თეორიის მომხრეები აღნიშნავენ, ეს მათ მოსაზრებას ძალიან ამყარებს.
თუმცა, GOT-ის მაყურებლების ნაწილი იმედოვნებს, რომ ეს თეორია არ გამართლდება და ბრანი ლეგენდარული ბრანდონ სტარკია, რომელმაც 6000 წლის წინ კედელი ააშენა თეთრი მოსიარულეებისგან დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები






