ბირთვული შეთანხმება , რომელიც ირანსა და მსოფლიო ლიდერ ქვეყნებს შორის 2015 წელს იქნა მიღწეული, გულისხმობს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშორისო სანქციების თანდათანობით მოხსნის სანაცვლოდ.
„სანქციებისა და იძულების ცუდმა გამოცდილებამ წინა ადმინისტრაცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა. მაგრამ თუ მათ სურთ ისევ ამ მეთოდს მიმართონ, ჩვენ ძალიან მოკლე დროში, არა კვირებისა და თვეების, არამედ დღეებში და საათებში დავუბრუნდებით ხელშეკრულებამდე მდგომარეობას, ამჯერად უფრო მტკიცედ“- განაცხადა როუჰანმა.
ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით მისმა ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის „არ არის კარგი პარტნიორი“
„უკანასკნელ თვეებში მსოფლიო მომსწრე გახდა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავისი დაპირებებეი არაერთხელ დაარღვია, ამის გარდა არაერთხელ უგულვებელყო საერთაშორისო შეთანხმებები და აჩვენა მის მოკავშირეებს, რომ ის კარგი პარტნიორი არაა.“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ის ადმინნისტრაციამ ახალი სამართლებრივი და ფინანსური სანქციები დააკისრა იმ ირანელ კერძო და იურიდიულ პირებს, ვინც ბალისტიკურ პროგრამასთან იყვნენ კავშირში, რომელიც აკრძალულია გაეროს რეზოლუციით. სანქციები ასევე შეეხო რევოლუციის დამცველთა კორპუსს. აშშ-ის კონგრესმა ივლისის ბოლოს მხარი დაუჭირა სანქციებს და ირანი ბალისტიკური პროგრამის განვითარებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და ტერორისტების, კერძოდ კი ლიბანის „ჰეზბოლას“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






