როგორც როიტერსი იტყობინება, კიმ ჩენ ინმა სამხედრო მაღალჩინოსნები შეაქო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამერიკელების ნაბიჯებს დააკვირდება.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში დაიძაბა. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაუშვებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას, ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, რომელიც კუნძულ გუამზეა განთავსებული. ამის საპასუხოდ ტრამპმა ფხენიანი გააფრთხილა, რომ თუ ეს მოხდება, „მათ ისეთი რამ დაემართებათ, რაც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს.” ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ფხენიანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ის “ ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება.“ მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის შესაძლო არაგონივრული ქმედებიზე, აშშ-ს სამხედრო პასუხი მზად აქვს.
მსგავსი განცხადებების ფონზე კი, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






