ამის შესახებ იტყობინება The New York Times-ი იტყობინება, ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით.
აშშ-ს დაზვერვას გააჩნია მონაცემები, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლოა კორეელებს ძრავების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციაც აქვთ უკრაინელებისგან მოპოვებული.
,,რიგი წარუმატებლობების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ შეცვალ კონსტრუქცია და მომწოდებლები ბოლო 2 წლის განმავლობაში. ახალი გამოკვლევების მონაცემებით, ანალიტიკოსებმა, რომლებმაც შეისწავლეს ფოტოების მეშვეობით ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩე ნინის მონაწილეობით ჩატარებული სარაკეტო გამოცდები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაკეტებში გამოყენებულია, საბჭოთა კავშრის რაკეტების ტექნოლოგია“ - აცხადებენ უილიამ ბროუდი და დევიდ სენჯერი.

ოფიციალური კიევი კი ვერაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ პროვოკაციის მოწყობაში რუსეთს ადანაშაულებენ. ,,უკრაინას არ მიუწოდებია არც სარაკეტო და არც არანაირი სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეისთვის. ვთვლით, რომ ეს ანტიუკრაინული კამპანიაა, პროვოცირებული რუსული სპეცსამსახურების მიერ თავიანთი დანაშაულის შესანიღბად, რომელიც ჩრდილო კორეისთვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში მათ დახმარებას გულისხმობს“
14 აგვისტოს ცნობილი გახდა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სტრატეგიული ქვეყნების ელჩებს ფხენიანში იბარებს.
გავრცელებული ცნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა უკან გამოიწვია დიპლომატები რუსეთიდან, ჩინეთიდან და გაეროდან.
ელჩები, სავარაუდოდ, საგანგებო შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავსი კრება ფხენიანში 2015 წელს ჩატარდა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში დაიძაბა. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაუშვებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას, ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, რომელიც კუნძულ გუამზეა განთავსებული. ამის საპასუხოდ ტრამპმა ფხენიანი გააფრთხილა, რომ თუ ეს მოხდება, „მათ ისეთი რამ დაემართებათ, რაც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს.” ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ფხენიანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ის “ ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება.“ მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის შესაძლო არაგონივრული ქმედებიზე, აშშ-ს სამხედრო პასუხი მზად აქვს.
მსგავსი განცხადებების ფონზე კი, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






