ლონდონის მთავარი სიამაყე, ბიგ- ბენი ოთხი წლით გაჩერდება.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპეციალური კომისიის დასკვნის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საათს სასწრაფო რემონტი ესაჭიროება, რადგან მისი მექანიზმი საფრთხეშია.
სარემონტო სამუშაოები კი ოთხი წელი გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც, საათი გაჩერებული იქნება, ასევე აღარ გაისმება მისი ცნობილი გონგი.
ეს საათის ყველაზე ხანგრძლივი გაჩერება იქნება მისი დამონტაჟების დღიდან.
საათი 1859 წელს არის დამონტაჟებულ და მისი ჩაქუჩები 157 წელია შეუჩერებლად მუშაობს.
ბიგ-ბენი (ინგლ. Big Ben) — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარია, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ, რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ქვია. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა, რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის, ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარი მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






