სამი თვის წინ, ლეო და მისი ბოლო შეყვარებული 25 წლის მოდელი, ნინა აგდალი ერთმანეთს დაშორდნენ.
ახლა კი ლეონარდო და გერმანელი მოდელი ლორენა რაე პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს.
"ის დაბრუნდა!" - წერენ ტაბლოიდები და აღნიშნავენ, რომ პარტნიორის გარეშე ყოფნა ცოტა არ იყოს გაუგრძელდა.
ლეო და რაე , რამდენიმე პირად მცველთან ერთად ველოსიპედებით სეირნობდნენ. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ლეონარდომ რაეს ტესტი ჩაუტარა, რადგან გოგოს არჩევისას ლეოანრდოს მთავარი კრიტერიუმია, რამდენად კარგად ფლობს ველოს.



ესეც 23 წლის ლორენა რაე:







ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარული ურთიერთობები მუდამ განხილვის საგანია.ლეოს „მოდელების კოლექცია“ ბარ რაფაელს, ჟიზელს, ნაომი კემპბელს, კელი რორბახოს, ტონი გარნს, ერინ ჰიზერტონსა მოიცავს. მათი უმრავლესობა ქერაა. ტაბლოიდები ხშირად ხუმრობენ, რომ ლეოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გოგონა აუცილებლად ქერა მოდელი უნდა იყოს და ველოსიპედი უყვარდეს. ბულვარული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ლეონარდოს რომანი ჰქონდა რიანასთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






