2014 წლის 11 აგვისტოს, 63 წლის უილიამსი საკუთარ სახლში (ქალაქ ტიბერონი, კალიფორნიის შტატი) გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალური ვერსიით, მსახიობმა თავი ჩამოიხრჩო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკები იყო. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად კი გაირკვა, რომ ოსკაროსანი მსახიობის სისხლში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის შემცველობა არ აღინიშნებოდა.
მსახიობის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ბოლო პერიოდში რობინ უილიამსი ღრმა დეპრესიას განიცდიდა.
მოგვიანებით დუმილი დაარღვია მსახიობის მეუღლემ. როგორც სიუზან უილიამსა განაცხადა, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, რობინს კოგნიტური გაუფასურების პროგრესირება ე.წ. ლევის დემენცია დაუდგინდა.
ამ დაავადებას ახასიათებს ჰალუცინაციები, მომატებული შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია...
„ის ყველაზე შეუპოვარი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რობინმა იცოდა, რომ ის გონებაზე კონტროლს კარგავდა და მას ამის შეჩერება არ შეეძლო"- აღნიშნა სიუზენმა.
რობინ უილიამსი ოსკარის პრემიის მფლობელი და ოქროს გლობუსის ხუთგზის ლაურეატი გახლდათ. მსახიობს პოპულარობა ბარი ლევინსონის ფილმმა „დილა მშვიდობის, ვიეტნამო“ მოუტანა. მან ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა "მკვდარი პოეტების საზოგადოება," „ორასწლოვანი ადამიანი“, „სად მივყავართ ოცნებებს“, „მისის დაუტფაირი“, „ავგუსტ რაში“, , „მკურნალი ადამსი“, „ჯუმანჯი“ და ა.შ.
ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო, რომელიც ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ შეასრულა. სულ უილიამსმა 300-მდე კინოფილმში ითამაშა.








მასალის გამოყენების პირობები






