ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ჩრდილოეთ კორეას ელის „დიდი, დიდი უსიამვნებები“, თუ აშშ-ის ტერიტორიას გუამში რაიმე დაემუქრება. ტრამპის განცხადებით, გუამის ტერიტორია უსაფრთხო იქნება და საზოგადოებამ ეს უნდა დაიჯეროს. მისივე თქმის, აშშ-ს შეუძლია დამატებითი, ისეთივე მკაცრი სანქციები დაუწესოს ჩრდილოეთ კორეას.
აღსანიშნავია, რომ დონად ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჩინეთის მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. მან ორივე მხარეს მოუწოდა თავშეკავებისკენ და სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმისკენ.
თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ ორივე მხარე შეტანხმდა იმ ფაქტზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას საკუთარ პროვოკაციულ ქმედებებზე.
მასალის გამოყენების პირობები






