კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ვიზუალსა და არაორდინალურ ქმედებებს ტაბლოიდები ყოველთვის ხაზს უსვამენ. მდედრობითი სქესის ცნობილ წარმომადგენლებთან მის შეხვედრას მუდმივად ახლავს სახალისო პოსტები და ფოტოები.
რამდენიმე თვის წინ, ვანკუვერში სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, რომელიც ღია ცის ქვეშ აღინისშნებოდა, პრემიერმა ბავშვებს ფოტობომბი მოუწყო და მათ სპორტულ ფორმაში, შორტებით ჩაურბინა.
ახლა კი წყვილს საქორწილო ფოტოსესია შეაწყვეტინა. როგორც აღმოჩნდა, ტრუდო ექსტრემალური სპორტით - კაიკინგით ერთობოდა, როდესაც წყვილი შენიშნა, რომლებსაც მდინარეში საქორწილო ფოტოსესია ჰქონდათ.
კანადის პრემიერი მათკენ გაემართა, წყვილს დაქორწინება მიულოცა, გადაკოცნა და მათთან ფოტოებიც გადაიღო. შემდეგ კი გზა განაგრძო, თუმცა როგორც ჩანს კაიაკინს არც ისე კარგად ფლობს და ამოყირავდა. თუმცა კანადის პრემიერი არ დაშავებულა.







მასალის გამოყენების პირობები






