უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. ამის შესახებ ენინი თავის ფეისბუქსის გვერდზე დევს. ამასთან აღსანიშნავია, რომ იქვე ენინი აცხადებს, რომ შესაძლოა სააკაშვილი ვიზითაც კი არ შეუშვან ქვეყანაში. უკრაინის პროკურატურა, როგორც ჩანს ეძებს საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ შეუშვას, ოფიციალურად გაფორმებული ვიზითაც კი.
იქვე, მინაწერში გენპროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება მისი, როგორც იურიდიული განათლების მქონე პირის აზრია და არა გენერალური პროკურორის წარმომადგენლის.

„უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვა მოხდა წმინდა ადმინისტრაციული, და არა სასამართლო გზით. სააკაშვილს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, ისევე, როგორც მისი მეშვეობით მოიპოვოს განკარგულების ასლი. ის, რომ განკარგულება არ გამოქვეყნდა, სულაც არ არის ადამიანის უფლების დარღვევა, პირიქით, ეს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნაა.
სააკაშვილის (მოქალაქეობის არმქონე პირის, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია მესამე ქვეყნების პასპორტის არსებობის შესახებ) შეშვება უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ ვიზის გაფორმების შემდეგ. ნებისმიერი პერფორმანსები აქტივისტების გარემოცვაში და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა იძლევა ასპროცენტიან სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის, ხოლო პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ (და არ თქვათ მერე, რომ არ იყავით გაფრთხილებული).
სააკაშვილისთვის უკრაინაში შემოსვლის უფლების არმიცემა, იმ მიზეზით, რომ იგი პირადად დაესწროს სასამართლოს სხდომას, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების გასაჩივრების საფუძველი, რადგან უცხო ქვეყანაში შესვლის უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით და მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი ინტერესები ადვოკატის მეშვეობით დაიცვას," - წერს გენპროკურორის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






