Latimes: "უკრაინამ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და „ვარდების რევოლუციის“ გმირი ქვეყნის გარეშე დატოვა"
მსოფლიო - 11:34, 11 Aug, 2017     2613
„უკრაინამ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და „ვარდების რევოლუციის“ გმირი ქვეყნის გარეშე დატოვა“ - ამ სათაურით აქვეყნებს „Los Angeles Times“ სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის გარეშე დატოვების შესახებ.

„იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დიდ იმედად განიხილებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში რეფორმების გასატარებლად.

მაგრამ მას ახლა მწვავე პრობლება აქვს: ის ადამიანია მოქალაქეობის გარეშე.

ის ნიუ იორკში იყო, როდესაც შეიტყო, რომ მოქალაქეობა ჩამოერთვა. მას უკვე დაკარგული ჰქონდა მშობლიური საქართველოს მოქალაქეობა, სადაც ოდესღაც პრეზიდენტი იყო.

„მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს, უკრაინის და მას არ დავკარგავ“ - განაცხადა მან და ქვეყანაში დაბრუნების პირობა დადო, იქ სადაც გასულ წლამდე ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო“ - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის მიგრაციის სამსახურის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ 2015 წელს მოქალაქეთა რეგისტრაციისას სააკაშვილმა მათ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობდა.

თუმცა, სტატიის ავტორი იქვე დასძენს, რომ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად გადაწყვიტა, მანამ სანამ ქვეყნის გარეთ ვიმყოფებოდი“ - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

სააკაშვილი, საქართველოში დაიბადა, 2003 წელს საბჭოთა პრეზიდენტის ჩამოგდებასა და „ვარდების რევოლუციას“ ჩაუდგა სათავეში. მომავალ წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს და საქართველოში რეფორმების გამტარებლის რეპუტაცია მოიპოვა, რომელიც ებრძოდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებსა და კორუფციას“ - ნათქვამია სტატიაში.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე და უკრაინაში გადასვლაზე წერს.

„2015 წელს პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, საქართველოს მოქალაქეობა კი დაკარგა.

როგორც ოდესის გუბერნატორი, სააკაშვილი მალევე დაუპირისპირდა უკრაინელ ოლიგარქებს.

სააკაშვილმა ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი აფერხებდნენ იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც პოსტ საბჭოთა ქვეყნისთვის აუცილებელი იყო და რომელსაც მოითხოვდნენ საერთაშორისო დონორები, უკრაინის დასავლური კურსის შესანარჩუნებლად“ – წერს გამოცემა.

შემდეგი ნაწილი სააკაშვილის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნას ეხება.

ბოლოს კი კვლავ მოქალაქეობის ჩამორთმევაზეა საუბარი. სტატიის თანახმად, სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი , რომელიც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში გამოიხატება, შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია.

„მე იმავე მიდგომების გამოყენებას ვაპირებს, რომლებსაც უკრაინის პროკურორები ან ბიუროკრატები იყენებენ ჩვეულებრივი უკრაინელების წინააღმდეგ, რომელთა უფლებებიც არ აინტერესებთ“ - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ბალაზ ჯარაბიკი, რომელიც კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობის მკვლევარია, ამბობს, რომ სააკაშვილის , როგორც პოლიტიკური ძალის განადგურებით, პოროშენკო ამცირებს კონკურენცაიას 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

„ის, რასაც პოროშენკო აკეთებს - ძალაუფლების გამტკიცებაა, რათა დარწმუნდეს, რო მას მეორედ აირჩევენ“ - ამბობს ის.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ამჟამინდელი მონაცემებით, პოროშენკოს მხარდამჭერთა რიცხვი 11.6%-ს შეადგენს. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევრიპელმა ლიდერებმა, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, ამ კუთხით ცვლილება მცირეა - დაბალია საშუალო ხელფასი, კვლავ შეინიშნება კორუფცია უკრაინის ბიუროკრატიაში და დომინანტ მმართველ ელიტას კვლავ ოლიგარქები შეადგენენ. სტატიაში აღნიშნულია ტკბილეულის ინდუსტრიაში პეტრო პოროშენკოს კომპანია „როშენის“ დომინანტობა.

თუმცა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის მიერ უკრაინელებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებით, ბევრისთვის ნიშანია იმისა, რომ უკრაინა დემოკრატიაში ჩაერთო.

„დასავლეთი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვაზე.

სერგეი ლოლოდკი, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი სართაშორისო საკითხებში, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საჩუქარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობისთვის, რომელსაც 2008 წლიდან სააკაშვილთან უკიდურესად სადაო ურთიერთობა აქვს, როცა რუსეთმა საქართველოში ჯარები გაგზავნა.

სააკაშვილი პუტინის ავტოკრატიული მმრთველობის სტილის მკაცრი კრიტიკოსი იყო.

„პუტინი შიშობდა, რომ დემოკრატიის ეს ვირუსი რუსეთში შევიდოდა და მისი რეჟიმისთვის დამანგრეველი იქნებოდა“ - აცხადებს სოლოდკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42