როგორ შეცვლის გაზის ახალი ტარიფები მოსახლეობის ხარჯებს - გაძვირებული ზამთრის მოლოდინში
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:38, 10 Aug, 2017     5241

გაზის ტარიფები საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით გაზის ტარიფები შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ დამოუკიდებელი, არამომგებიანი ანალიტიკური ცენტრი “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ ფროცენტულ მაჩვენებელზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ზამთარსა და ზაფხულში ელექტრო ენერგიისა და გაზის მოხმარების კუთხით არსებობს:

„საქართველოში, ოჯახის მთლიან დანახარჯებში კომუნალური ხარჯების საშუალო წილი 11-12% შეადგენს (სახლის მოვლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა სათბობის მოხმარების ხარჯები). ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებისთვის თითქმის ორჯერ მაღალია - 24.4 %.

აქედან, თბილისში გაზზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი არის 4.9%, ხოლო ელექტროენერგიაზე - 3.4%. სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებლები შეადგენს 1.8% - ელექტროენერგიაზე და 2.9% გაზზე.

საქართველოში ზამთრის პერიოდში დაახლოებით 4-5 ჯერ მეტი გაზი მოიხმარება ზაფხულთან შედარებით. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აბონენტებისათვის ბუნებრივი გაზის ხარჯები ზამთარში მთლიანი ხარჯების 8.4% შეადგენს, ხოლო ზაფხულში - 1.8%-ს (საშუალოდ 4.9%). საქორგგაზის და სოკარ-გაზის აბონენტებისთვის კი შესაბამისად ზამთარში 4.9%-ად, ხოლო ზაფხულში 1.1%-ად ნაწილდება (საშუალოდ 2.9%).

შედარებისთვის, ევროსტატის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის საშუალო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს საკვებ პროდუქტებზე დანახარჯებს და ის 33-35%-ს შეადგენს.

17-18 ივლისს სემეკმა განაწილების ახალი ტარიფები დაადგინა: შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრით ძველ მაჩვენებელს 0.534 თეთრით აღემატება. სს „საქორგგაზისა“ (57.011თ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსის“ ტარიფებმა კი (56.940თ) საშუალოდ 11-12 თეთრით მოიმატა.

გაზრდილი დანახარჯების ძირითადი წილი ზამთარზე მოდის. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებისათვის გაზრდილი მაჩვენებელი მთლიანი დანახარჯის 0.057%-ს შეადგენს, ამ ცვალებადობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საშუალო ოჯახის ხარჯები ზამთარში 0.08-0.09%-ით ხოლო ზაფხულში 0.02%-ით გაიზრდება.

სხვა ქალაქების აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფები საშუალო ოჯახის მთლიან დანახარჯებს გაზრდის 0.56%-ით. კვლევების მიხედვით სოფლის მოსახლეობა უმეტესად შეშით თბება, შესაბამისად ანალოგიური შეფასება სოფლებისთვის შედარებით გართულებულია.

ტარიფების ცვლილების სოციალური ეფექტის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი, დაბალშემოსავლიან ოჯახებში ენერგეტიკული ხარჯების წილი უფრო მაღალი რჩება, ვიდრე შეძლებულ ოჯახებში. შესაბამისად, საჭიროა არა იმდენად ტარიფების შემცირება, რამდენადაც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები“, - ნათქვამია World Experience of Georgia-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42