ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:36, 10 Aug, 2017     1431
ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ კალთბურთელმა 9 აგვისტოს „იმპაქთ ჰაბში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ის თიბისი ბანკის პროექტ სტარტაპერის და ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა.

„ბევრი საერთოა ჩემს როგორც სპორტსმენსა და თქვენს როგორც ბიზნესმენებს შორის,“ - განაცხადა ფაჩულიამ. „საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს თიბისი და მეც მოვედი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენს გვერდით მიგულეთ და მადლობა მეგობრობისთვის.“

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით: „ძალიან მნიშნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ხალხი, ვინც ქვეყანაში იწყებს ახალ ინიციატივებს, ქმნის ახალ ბიზნესებს, ნერგავს ახალ იდეებს და აქცევს მათ რეალობად. ამით ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან და სოციალურ ფონს აუმჯობესებენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც დიდ საქმეს აკეთებს. ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს, რაც სტარტაპის თემატიკასთან ძალიან ახლოსაა.“

ცნობილმა კალათბურთელმა, ასევე, ისაუბრა შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე. „კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, პირიქით, იყავით გამბედავები, მიღებული გამოცდილებით ბევრს ისწავლით.“

ზაზა ფაჩულია თავადაც მონაწილეობდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. მაგალითად, შარშან მისი სტარტაპი „სნეპი“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებდა მონაწილეობას. წელს კი კალათბურთელი ბიზნესდაჯილდოებაში ნომინაცია - „წლის სტარტაპერის“ წარმდგენი იქნება.

ღონისძების ბოლოს ფაჩულიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „უნდა იფიქროთ სულ განვითარებაზე, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა,“ - განაცხადა კალათბურთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42