,,ოცნების“ კულუარული ინტრიგები, ანუ თბილისის გენგეგმა - ნარმანიას ბომბი და კალაძის ინტერესები
პოზიცია - 10:28, 09 Aug, 2017     7821
საზოგადოება შემოდგომაზე თვითმმართველობის და თბილისის მერის არჩევნების მოლოდინშია. ვის ვიხილავთ თბილისის მერად, ამას შედეგები გვიჩვებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კვლევების თანხმად, თბილისი დიდი ალბათობით მეორე ტურს იხილავს, და სწორედ მეორე ტურში გახდება ცნობილი, აქვს თუ არა ოცნებას და მის კანდიდატ კალაძე თბილისელების მხარდაჭერა, რომლებიც უკვე მრავალი წელია იმედგაცრუებული არიან ოცნების ხელისუფლებისგან.


კალაძის ისედაც დაცემულ რეიტინგს ,,ოცნების“ შიდადაპირისპირებაც ემატება. ინფორმირებული წყაროები არაერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა მახვილს მაინც თბილისის ე.წ. გენგეგმაზე სვამენ, რომლის „გაპიარებაც“ ნარმანიამ თავისი მერობის მიწურულს დაიწყო და რომლის გაგრძელებას, კულუარული ინფორმაციით, კალაძეც ფიქრობს.

ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება, მილიონი ხის დარგვასთან ერთად, გენგეგმის შექმნაც იყო, თუმცა გეგნგეგმა რატომღაც სამი წლის შემდეგ გაახსენდა. აი, მილიონი ხე კი, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ქილიკობენ, კი არ დარგა, არამედ მოჭრა.

„რომელ გამწვანებაზეა საუბარი, როცა თბილისი მკვდარ ქალაქს ჰგავს? ისე არ გამიგოთ, რომ ყველაფერს ნარმანიას ვაბრალებ, მაგრამ იგივე იპოდრომზე ხეები სწორედ ნარმანის მერობის დროს მოიჭრა. თავიდან ითქვა, რომ ამ ვანდალიზმის გამო გამოძიება დაიწყო, მაგრამ არავინ დასჯილა. არადა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უშუალოდ იპოდრომის გაპარტახება და გავერანება იმ ადამიანების კისერზეა, ვინც თბილისის მიწათსარგებლობის გეგნეგმის პროექტის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართლები. ჰოდა, სამართლიან ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ეს ადამიანები გენგეგმის პროექტის შექმნისთვის ბიუჯეტიდან მილიონებს კი არ უნდა იჯიბავდნენ, არამედ, მინიმუმ, დაკითხვებზე უნდა დადიოდნენ, მაგრამ ჩვენი მთელი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია“, - ამბობს კონფიდენციალური წყარო, რომელიც ზემოაღნიშნულ საკითხებში კარგად ერკვევა, თუმცა მისივე თქმით, ძველი ტრადიცია გრძელდება და, ხელისუფლება პროფესიონალებს ახლოსაც არ იკარებს.

„ისე არ გაიგოთ, რომ თითქოს განაწყენებული ვარ, მაგრამ ჟურნალისტები ხართ და, აბა, ერთი დაინტერესდით, იგივე თბილისის მთავარ არქიტექტორს ან იმ ადამიანებს, რომლებსაც თბილისის გენგეგმის პროექტი შეადგენინეს, ამ სფეროში აქამდე რამე გაუკეთებიათ თუ არა?

ზოგადად, პირადად მე, ის ეჭვიც მაქვს, რომ თბილისის გენგეგმაზე გარკვეულ კორუფციული გარიგება შედგა, ანუ „სითი ინსტიტუტი-საქართველო“, რომელმაც ეს გენგეგმა შეადგინა, მას შემდეგ შეიქმნა, როცა მერიამ გენგეგმაზე ტენდერი გამოაცხადა. აი, სწორედ ეს დეტალი აჩენს კორუფციული გარიგების ეჭვს,“ - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი.

რაც შეეხება ე.წ. ნარმანიას დროს დადებულ ნაღმს, რომლის თანამონაწილ, როგორც ხელისუფლების წევრი, კალაძეცაა, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ეს ნაღმი სწორედ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტია, რომლის დამტკიცბის შემთხვევაშიც, როგორც პროფესიონალები ამბობენ, დედაქალაქი სამშენებლო მასალების სასაფლაოდ იქცევა.

„ეს გადაჭარბებული შეფასება არ გახლავთ. მართალია, გენგეგმის პროექტის ავტორები ცდილობენ, საზოგადოება „დააბოლონ“, რომ ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ თბილისს უწინდელი მწვანე პეწი დაუბრუნდება, მაგრამ ეს წმინდა წყლის ბლეფია. გარდა იმისა, რომ ეს გენგეგმა ქალაქისთვის არის ცუდი, ბიზნესსაც მოკლავს. სამაგიროდ, ცალკეული ადამიანების სამშენებლო ბიზნესი გაიფურჩქნება, აყვავდება და რატომღაც მგონია, რომ ამ გენგეგმის პროექტის მიზანიც ზუსტად ეს არის,“ - ვარაუდობს ინკოგნიტო რესპონდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42