საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე 2006 წელს გასამართლებული იქნა ექვსი პირი, ესენი გახლავთ: გერონტი ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამნეტის პირველი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე ღაჭავა, კონსტიტუტიური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, მიხეილ ბიბიურიძე, კონსტიტუტიური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და ავთანდილ აფციაური, კონსტიტუტიური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.
რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, თავისუფლების უკანაონო აღკვეთა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გერონტი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768-ე განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან. რის შედეგადაც მსჯავდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.
2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასებული იქნა, როგორც გერონტი ალანიასა და გარდაცვლილს შორის, ლესელიძის ქუჩაზე "შარდენ ბარის" გასასვლელთან, შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.
2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით კი უტყუარად, მრავალმხრივი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია საპირისპირო, კერძოდ, პირველი: სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, ე.წ. "შარდენის სუფრიდან" ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრიდან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმ დროინდელმა უფროსმა, დათა ახალაიამ გასცა.
მეორე - სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მსჯავრდებული პირები, არამედ როგორც მინიმუმ პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი.
მესამე - სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება, თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით.
მეოთხე - მსჯავდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ისე, რომ მათი ყოფა პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ცხოვრებისაგან.
ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისაგან, თუმცა, გაცნობებთ ერთ უპრეცენდენტო ფაქტს. შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების, დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
მეხუთე - საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად. კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით.
მეექვსე - საქართველოს შინაგან საქმეთა იმ დროინდელმა მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა, რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებლივ ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის, თამარ მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვა, მასთან დაახლოებული პირების, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის და სხვათა მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი, ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რამაც პრაქტიკულად ზუსტად ასახვა ჰპოვა სტრაზბურგის ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს შესაბამის გვერდზე. როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესმა ინსტანციამ დაადგინა:
"სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ. ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე, როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება".
შესაბამისად, დღეს, 2013 წლის 24 ივნისს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ. რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში.
სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვის მიზნით, გამოძიების ინსცენირებსასა და მტკიცებულებათა ფალისფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიდოში უკანონო პრივილეგიების მინიჭებასა და დანაშაულის დაფარვისათვის, მათი ფულადი წახალისებისათვის. ასევე, სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის, პირობების შექმნისათვის.
ზემოაღნიშნული ქმედებები ივანე მერაბიშვილმა ცაიდინა პირადი მოტივებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას, ივანე მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი ტავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არა ერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები






