ქართული ღვინის დეგუსტაცია ამსტერდამში გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:24, 07 Aug, 2017     1351
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და ღვინის მწერლები დაესწრნენ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

„დასავლეთ ევროპელი სომელიეები ზოგადად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ღვინოებით. მათ უნდა შეისწავლონ ჩვენი ქვეყანა, ღვინო და სამზარეულო, რათა კომპეტენტურად ურჩიონ ქართული ღვინო თავიანთ მომხმარებელს. ამსტერდამში გამართული დეგუსტაციის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვა ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფი, რომლლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია. ჩვენ მოხარულები ვართ ჰოლანდიის სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობით, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ჩვენი ღვინოებით,” - განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების 12 სახეობის ღვინოები: „გოცას ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „კონჭო და კომპანია“ და „თბილღვინო“. სომელიეებმა განიხილეს სხვადასხვა ქართული ღვინოების შეხამება სხვადასხვა კერძთან. გამარჯვებული ღვინისა და კერძის შეხამება გახდა - გარეული ბატის კერძი და 2014 წლის „ქვევრის საფერავი სატრაპეზო“ (თელავის ღვინის მარანი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42