ტაილერსონისა და ლავროვის შეხვედრა მანილაში - პირველი კონტაქტი ტრამპის მიერ სანქციების კანონის ხელმოწერიდან
მსოფლიო - 16:09, 06 Aug, 2017     2140

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტაილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში შეხვდნენ. ეს შეხვედრა პირველი კონტაქტია აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის, რაც დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა.

უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოსკოვის მიერ ამერიკელი დიპლომატების რიცხვის შემცირების გადაწყვეტილებამ დააინტერესა, რაზეც ლავროვმმა უპასუხა, რომ ეს ნაბიჯი მათ ამერიკული სანქციების შესახებ კანონის საპასუხოდ მიიღეს.

მხარეებმა კორეის კრიზისზეც ისაუბრეს. მათ დადებითად შეაფასეს გაეროს მიერ გუშინ ღამით მიღებული რეზოლუცია, სადაც ახალი სანქციების დაწესების გარდა აღნიშნულია ექვსმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენის საკითხიც, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის დაწყებას. შეგახსენებთ, რომ ამ ფორმატში მონაწილეობდნენ აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა.

ლავროვმა და ტაილერსონმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აშშ-ს იორდანიისა და რუსეთის ერთობლივი გადაწყვეტილება, სირიის სამხრეთ რეგიონში დეესკალაციის ზონის შექმნის თაობაზე წარმატებით მუშაობს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-სა და რუსეთის შემდგომი თანამშრომლობა რეგიონში კვლავაც წარმატებით გაგრძელდება.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეეხნა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმებაა, რომელიც რუსეთმა არაერთხელ დაარღვია. ლავროვის განცხადებით, აუცილებელია ამ საკითხზე პრაგმატული და პროფესიული დიალოგი გაიმართოს, რომელსაც ორივე ქვეყნის შესაბამისი ექსპერტები მოამზადებენ.

მინისტრებმა უკრაინის საკითხიც განიხილეს. გადაწყდა, რომ უახლოეს ხანებში გაიმართება ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.

ტაილერსონმა და ლავროვმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ შემდგომი დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42