გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ახალი პაკეტი ჩრდილოეთ კორეიდან ტყვიის, რკინის მადნის, ნახშირისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტს კრძალავს. სავარაუდოდ, ეს სანქციები ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს მესამედით შეამცირებს. ჩრდილოეთ კორეულ გემმებს სხვა ქვეყნების პორტებშ შესვლა აეკრძალებათ. სანქციები საბანკო სფეროსაც შეეხო - მიღებული გადაწყვეტილების თანახმმად, გაიყინება კორეის საგარეო ვაჭრობის ბანკის ანგარიშები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამას გარდა, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეასთან საქმიანი კონტრაქტების გაფორმება და ამ ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ეკრძალებათ.
რეზოლუციას, რომელიც ფხენიანს ბირთვული იარაღის გამოცდებისათვის დამატებით შეზღუდვებს უწესებს, საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






