აკრძალული იარაღის ხუთი ყველაზე საშინელი სახეობა
ეს საინტერესოა - 20:02, 05 Aug, 2017     9147
1907 წელს ჰააგის მეორე საერთაშორისო კონფერენციამ პირველად ისტორიაში განსაზღვრა ომის წარმოების წესები, მათ შორის იარაღის სახეობა, რომელიც არ უნდა იქნას გამოყენებული ომის დროს. მას შემდეგ აკრძალულ იარაღს ხშირად ემატებოდა სხვადასხვა სახეობა. წარმოგიგდენთ ხუთ ყველაზე საშინელ მათგანს.

ექსპანსიური ტყვიები

ექსპანსიური ტყვიების გამოყენება დღეს სასტიკად აკრძალულია, თუმცა მას ხშირად იყენებენ მსხვილ მხეცებზე მონადირეები. ეს ტყვია რბილ ქსოვილში მოხვედრისას მკვეთრად ზრდის თავის დიამეტრს და საგრძნობლად აზიანებს შინაგან ორგანოებს.

ექსპანსიური ტყვიები 1899 წლიდან არის აკრძალული, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს, თანამედროვე თოფების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ისინი რუსეთმა გამოიყენა, მოძველებულ, ე,წ. ბერდანის თოფებში.

ნაპალმი

ნაპალმი არის სპეციალური ნაერთი - ბენზინს ემატება ალუმინის მარილებისა და ორგანული მჟავების ნაერთი. რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰელიუმის მსგავსი მასა, რომელიც ადვილად აალებადია, დიდ ხანს იწვის, ადვილად ეწებება ყველა ზედაპირს და რთული ჩასაქრობია.

ნაპალმი 1980 წლიდან არის აჯრძალული. იგი ფართოდ გამოიყენეს ამერიკელებმა ვიეტნამის ომის დროს. ნაპალმი გამოიყენებოდა საავაციო ბომბებში, ცეხლმტყორცნებში, ცეცხლგამჩენ ტყვიებში.

კასეტური საბრძოლო მასალები

იარაღის ეს სახეობა სულ ახლახანს აკრძალეს - 2008 წლის დეკემბერში 93 საელმწიფომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამ საბრძოლო მასალის გამოყენების აკრძალვის შესახებ. თუმცა ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა რუსეთი, აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, პაკისტანი სამხ. კორეა და ისრაელი, ამ შეთანხმებას არ შეუერთდა. თუმცა, ისინი დათანხმდნენ, რომ არ გამოიყენონ ისინი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.

კასეტური იარაღი წარმოადგენს ერთ სივრცეში, ბომბში, მოთავსებულ რამდენიმე მცირე ზომის ბომბს (მათმა რიცხვმა, მაგალითად საავიაციო ბომბში შეიძლება 100-საც მიაღწიოს). გარკვეულ სიმაღლეზე ავიაბომბი სკდება და ერიტორიაზე მასში მოთავსებული პატარა ბომბები იფანტება. პირველი კასეტური ბომბი ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა.

კასეტური საბრძოლო მასალები გამოყენებულ იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც. საქართველომ აღიარა მისი გამოყენება, ხოლო რუსეთმა უარყო.

საქართველომ გამოიყენა LAR-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, MK4 LAR 160 ტიპის რაკეტების სასროლად, რომელიც შეიცავდა M-85 ტიპის მცირე გაბარიტის ბომბებს. რუსეთმა კასეტური იარაღი გამოიყენა 9k720 „ისკანდერ“-დან გაშვებული ტაქტიკური რაკეტის სახით, რომლის შესახებაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰოლანდიის მთავრობამ გამოიძია ჰოლანდიელი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი.

თეთრი ფოსფორი

საბრძოლო მასალა, რომელიც შეიცავს თეთრ ფოსფორს, აკრძალულია 1977 წლიდან. ეს იარაღი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს.

თეთრი ფოსფორი თვითაალებადი ნივთიერებაა, რომელიც იწვის ჟანგბადის გამოყენებით. ის რთული ჩასაქრობია და დიდი ოდენობის წყალი სჭირდება. ფოსფორიანი საბრძოლო მასალა დიდ ზიანს აყენებს როგორც ცოცხალ ძალას, ასევე ტექნიკას. იყო შემთხვევები, როდესაც ფოსფორიანმა ტყვიამ ფაქტიურად გამჭოლად გამოწვა ადამიანი. ის ვინც ცეცხლს გადაურჩა, ფოსფორის წვის დროს წარმოქმნილი მხუტავი აირებით იღუპება.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები 1997 წლიდან აკრძალულია, თუმცა კანადაში მიღებულ დოკუმენტზე ბევრმა სახელმწიფომ ხელი არ მოაწერა, მათ შორის რუსეთმა, აშშ-მ და ჩინეთმა. ეს ნაღმები ყველა სახელმწიფოს შეიარაღებაშია. ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების ერთერთი ყველაზე საყვარელი იარაღია.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, განსაკუთრებით ის, რომელიც მასზე დაწოლის შედეგად ფეთქდება, ხშირად არ კლავს, თუმცა სასტიკად ასახიჩრებს ცოცხალ ძალას. ისინი იმითაც არიან საშიშნი, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულების შედეგად ისინი რთულად აღმოსაჩენი და გასანადგურებელია. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, მასზე მშვიდბიანი მოქალაქე აფეთქებულა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე დაახლოებით რამდენიმე მილიონი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია მიმოფანტული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42