ექსტრემალური ამინდის გამო, 2100 წლისთვის ევროპაში წელიწადში 152 ათასი ადამიანი დაიღუპება - ექსპერტები
ეს საინტერესოა - 15:55, 05 Aug, 2017     6624

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მსოფლიომ კლიმატური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად სერიოზული ნაბიჯები არ გადადგა, მაგალითად ევროპაში, 2100 წლისთვის, ექსტრემალური ამინდის გამო, წელიწადში 152 ათასი ადამიანი დაიღუპება.

ეს ციფრი 50-ჯერ აღემატება მიმდინარე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ სპეციალური გამოცემა "Lancet Planetary Health"-ში "ევროკომისიის კვლევების გაერთიანებული ცენტრის" მეცნიერები წერენ.

კერძოდ, მეცნიერების აზრით, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი (99%) ანომალური სიცხეა და მათი უმრავლესობა ევროპის სამხრეთითაა დაფიქსირებული. სწორედ ახლა, ამ რეგიონში, 44 გრადუსი სიცხეებია.

იტალიაში ჩვეულებრივზე 10 გრადუსით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რამაც ტყის ხანძრები და საშინელი გვალვა გამოიწვია. ოთხშაბათს, სარდინიაში, 44, რომში 43 და სიცილაში 42 გრადუსი იყო.

"ევროკომისიის კვლევების გაერთიანებული ცენტრის ექსპერტები თვლიან, რომ თუ კაცობრიობა არ შემცირებს ბუნებაზე მავნე ზემოქმედებას, საუკუნის დასასრულისთვის შედეგი შემზარავი იქნება:

- ექსტრემალური ამინდის გამო სიკვდილიანობა 3 000-დან (1981-2010 წლების მონაცემები) 2071-2100 წლებისთვის 152 000-მდე გაიზრდება;

- 2100 წლისთვის ევროპელთა 2/3 დაზარალდება სტიქიური უბედურებებისგან (2000 წლისთვის სტიქიური უბედურებები მხოლოდ მოსახლეობის 5%-ს შეეხო)

- 2100 წლისთვის წელიწადში სანაპიროებზე წყალდიდობის შედეგად 233 ადამიანი დაიღუპება. 2000 წელს - მხოლოდ 6 დაიღუპა.

კვლევაში მეცნიერებმა გაანალიზეს შვიდი სტიქიური უბედურების - ანომალური სიცხე, უეცარი ძლიერი აცივება, ტყის ხანძარი, გვალვა, მდინარის და ზღვის სანაპირო წყალდიდობები, ქარიშხალი - ზეგავლენა 28 ევროპულ ქვეყანაზე. მათ შეაფასეს 1981-დან 2010-მდე არსებული მონაცამები და მათზე დაყრდნობით გააკეთეს პროგნოზი საუკუნის დასასრულისთვის. მათ გაითვალისწინეს ასევე არამარტო მოსახლეობის ზრდის პროცესი, არამედ მიგრაციული პროცესებიც.

კლიმატური ცვლიებები ყველაზე დიდი გლობალური საფრთხე იქნება კაცობრიობისათვის 21-ე საუკუნეში და რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, თვლიან მეცნიერები.

"საუკუნის დასასრულისთვის 350 ევროპელი ყოვლდღე დადგება კლიმატური უკიდურესობების საფრთხის წინაშე, თუ სასწრაფოდ არ დაიწყო ბრძოლა გლობალური დათბობის წინააღმდეგ," - აცხადებენ ისინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42