დღეს მთვარის დაბნელებაა - ასტროლოგის პროგნოზი და რჩევები მოსახლეობას
ეს საინტერესოა - 12:24, 07 Aug, 2017     51876

2017 წლის 7 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა, რომელიც თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდება და 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება.

ასტროლოგები, როგორც ყოველთვის გვაფრთხილებენ, მათი რჩევების თანახმად, ჩვენი წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გავატარებთ ამ დღეს.

რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი:

7 რიცხვი ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის სავსემთვარეობასა და ამასთან, მთვარის დაბნელებას უკავშირდება. ჩვენთან სავსემთვარეობა თბილისის დროით 22:12 საათზე, ხოლო მთვარის დაბნელება — 22:22 საათზე იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ანუ, დაბნელება — ის პერიოდია, როდესაც ადამიანს განსაკუთრებით უმწვავდება პრობლემები და ძველი, ასევე ქრონიკული დაავადებები. განწყობის მკვეთრი ცვლილებების გამო ადამიანს ძალზე კონფლიქტური ვითარების შექმნა შეუძლია.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, უყურადღებობას ტრავმებისა და ავარიების გამოწვევა შეუძლია. ასეთი დღე ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა გავატაროთ.

შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახის კატაკლიზმები, მათ შორის ტერორისტული აქტების სახით. ამიტომ, გაფრთხილდით!

ამ დღეს არაფერი ახალი არ დაიწყოთ! გარდა ამისა. ეცადეთ, პოზიტიურ ტონუსში იყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რადგან როდესაც მთვარის დაბნელება ახლოვდება, ჩვეულებრივ, ადამიანს რაღაც მელანქოლიური განწყობა, დეპრესიული მდგომარეობა ეწყება.

ვიცით, რომ კოსმოსი ბუმერანგის პრინციპით მუშაობს — რასაც ვაგზავნით კოსმოსურ სამყაროში, იგივე გვიბრუნდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე, არამედ პირიქით, მაქსიმალურად დადებითი განწყობა გვქონდეს, მაქსიმალურად გვქონდეს ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სილამაზესთან.

ანუ, ამ დღეს კოსმოსში გაშვებული პოზიტიური ენერგია აუცილებლად დაგვიბრუნდება პოზიტიური სახით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია — ცხვირპირი არ ჩამოგვტიროდეს, შევეცადოთ, ეს დღე სერიოზული შეცდომების გარეშე და მელანქოლიურ-დეპრესიული ტენდენციების გარეშე განვვლოთ.

ასევე, ამ კვირაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი. პლანეტა მერკური — გონებისა და ინტელექტის პლანეტა — კვირას, 13 აგვისტოს, რეტროგრადული ხდება, რაც ნიშნავს, რომ ის უკან მოძრაობას იწყებს. ეს მიუთითებს, რომ რადგან პლანეტა უკუსვლას შეუდგა, ის ყველასგან ძველ, შესაძლოა, განუხორციელებლ, შეჩერებულ, არასწორად განვითარებულ იდეებთან, ძველ პროექტებთან დაბრუნებას მოითხოვს.

აქ უნდა დავუბრუნდეთ რაღაც ძველს — ძველ ურთიერთობებს, ძველ იდეებს, პროექტებს და ხელახლა გავიაზროთ ისინი, ყველაფერი ახლებურად დავიწყოთ. ამას მოითხოვს რეტროგრადული მერკური. თუმცა, მას, რა თქმა უნდა, ნეგატიური ტენდენციაც აქვს. ეს უკავშირდება იმას, რომ როდესაც მერკური რეტროგრადული ხდება, ამ დროს საავტომობილო ტრასებზე საცობები და ჭედვა მკვეთრად იზრდება.

მერკურის რეტროგრადულობა 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42