,,ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო“ - კრემლის რეაქცია აშშ-ს ახალ კანონზე
მსოფლიო - 09:46, 03 Aug, 2017     2409
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დოკუმენტზე ხელის მოწერას კრემლი პასუხობს.

,,რუსეთს ვერანაირი ზეწოლითა და დაშინებით ვერ აიძულებენ უარი თქვას ეროვნულ ინტერესებზე და აღებული კურსი შეცვალოს“ - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ტრამპის მიერ სანქციების შესახებ კანონპროექტის ხელმოწერის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმაურება რუსეთის პრემიერმინისტრი.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონმდებლობის ხელმოწერა გარკვეულ შედეგებს გამოიღებს. პირველ რიგში, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობის დალაგების იმედს ბოლო მოეღო, მეორე ფაქტორი არის, ის, რომ რუსეთს გამოუცხადეს სრულყოფილი სავაჭრო ომი. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ გამოამჟღავნა სრული უმწეობა, ყველაზე დამამცირებელი გზით კონგრესისთვის ძალაუფლების აღსრულების გადაცემით. ეს ცვლის აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ძალების გადანაწილებას.

რას ნიშნავს ეს მათთვის? ამერიკულმა ისტაბიშმენტმა მთლიანად გადაუსწრო ტრამპს. პრეზიდენტი არ არის მოხარული ახალი სანქციებისა, მაგრამ არ შეეძლო ხელი არ მოეწერა. სანქციების ახალი თემა შეიქმნა როგორც კიდევ ერთი საშუალება ტრამპისთვის ადგილის მიჩენისა. წინ ახალი ნაბიჯებია, რომელთა ფინალი იქნება - პრეზიდენტის ძალაუფლებისგან ჩამოცილება. არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნეს. პარალელურად, ამერიკული ბიზნესისი ინტერესები მთლიანად იგნორირებულია. პოლიტიკა პრაგმატულ მიდგომებზე მაღლა დადგა. ანტირუსული ისტერია იქცა საკვანძო ნაწილად არა მხოლოდ საგარეო (რაც არაერთხელ ყოფილა), არამეც ამერიკის შიდა პოლიტიკისთვისაც.

სანქციების რეჟიმი კოდიფიცირებულია და შენარჩუნდება ათწლეულების მანძილზე, თუ რაიმე სასწაული არ მოხდება. ის ასევე იქნება უფრო მკაცრი ვიდრე ჯექსონის კანონი, ამ გზით აშშ-რუსეთის ურთიერთობა იქნება უკიდურესად დაძაბული მიუხედავად კონგრესის შემადგენლობისა ან პრეზიდენტის ვინაობისა. მოსალოდნელია ხანგრძლივი გარჩევები საერთაშორისო ორგანოებისა და სასამართლოების დონეზე.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ მშვიდად განვაგრძობთ მუშაობას ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაზე, დავკავდებით იმპორტის განვითარებით, გადავწყვეტთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანებს, დავეყრდნობით პირველ რიგში საკუთარ თავს. ჩვენ ამის კეთებას უკანასკნეი წლების განმავობაში მივეჩვიეთ. თითქმის დახურული საფინანსო ბაზრების, უცხოელი კრედიტორებისა და ინვესტორების შიშის პირობებში. ამან რაღაცით გვარგო კიდეც, თუმცა სანქციები - საერთოჯამში - უაზრობაა. ჩვენ გავუმკლავდებით!“, - ნათქვამია მედვედევის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების ხელმოწერის ფაქტი არაფერს ცვლის, რადგან ისინი ძალაში ადრე თუ გვიან ავტომატურად შევიდოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42