რა წერია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში საქართველოს შესახებ
მსოფლიო - 09:26, 03 Aug, 2017     7018
ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები:

1. პირველად საქართველო გვხვდება კანონის ქვეთავში სახელწოდებით „ევრაზიასა და ევროპაში რუსეთის ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა“. კერძოდ, მესამე პუნქტში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა კვლავ არღვევს 1994 წელს ბუდაპეშტში ხელმოწერილ მემორანდუმს და ჰელსინკის აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ეუთოს ჩამოყალიბებას და რომლის წევრიც თავად რუსეთიც არის. 2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში.“

2. ამავე ქვეთავის მეოთხე პუნქტი კი მთლიანად საქართველოს ეთმობა.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რაც ითვალისწინებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს“.

3. კიდევ ერთხელ საქართველო ნახსენებია პროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დასაძლევად აშშ-ის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

კერძოდ, ვკითხულობთ - „აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას: ა) გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; გ) შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ.

4. კანონის 103-ე გვერდზე საქართველოს შესახებ ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს. ეს მკაფიო საფრთხეს უქმნის ევროპის და ევრაზიის ქვეყნებისთვის“. იქვე აღნიშნულია, რომ საპასუხოდ ამ ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მათი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა შენარჩუნებული იყოს. „აშშ-ი მხარს უჭერს იმ ინსტიტუტებს, რომლებისთვის ძირის გამოთხრასაც რუსეთი ცდილობს. მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირს.

5. საქართველო ასევე ნახსენებია დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია აშშ-ის მხრიდან რუსეთის ზეგავლენისადმი მოწყვლადი ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე. კერძოდ, კანონის მიხედვით 2018-2019 წლებში ამ ქვეყნებისთვის გამოიყოფა 250 მილიონი დოლარი. კანონში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საარჩევნო მექანიზმების დაცვა კიბერთავდასხმებისგან.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამ ნაწილში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ, საქართველო კი ნახსენებია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა.

ამავე თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება დაიხარჯება ამ სახელმწიფოებში კორუფციასთან ბრძოლაზე, კანონის უზენაესობის გამყარებაზე, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებაზე, მესამე პუნქტში ასევე ვკითხულობთ: „გამოყოფილი თანხა დაიხარჯება იმ ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურობის დასაძლევად, რომელიც გამოიწვია და გამძაფრდა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ ქვეყნების ტერიტორების ოკუპაციის შედეგად“.

კანონი, რომელიც, რუსეთის გარდა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა და პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება აღარ შეეძლება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42