ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
ტრამპის განცხადებით, ის მხარს უჭერს დაწესებულ მკაცრ ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ იდგება მოკავშირე ქვეყნების გვერდით რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ.
„დღეს მე ხელი მოვაწერე ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების დაწესების გზით წინააღმდეგობის შესახებ აქტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს. მე მხარს ვუჭერ მკაცრ ზომებს, რათა დავსაჯოთ და შევაჩეროთ ურჩი რეჟიმები, თეირანი და ფხენიანი. მე ასევე მხარს ვუჭერ იმის ნათელ დადასტურებას, რომ ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, რომ ჩვენ ვიქნებით მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღდეგ“, - აცხადებს ტრამპი.
ტრამპი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ კანონი შეიცავს გარეკვეულ ხარვეზებს, რის გამოც აღმოსრულებლი ხელისუფლების წარმომადგენლებს
მოლაპარაკებების პროცესში ხელი ეშლებათ.
„მიუხედავად ამისა მე ხელს ვაწერ ამ კანონპროექტს ეროვნული ერთობისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ამერიკელი ხალხის ნებას წარმოადგენს, რომ რუსეთმა ზომები მიიღოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შედგება გლობალურ საკითხებზე და ეს სანქციები საჭირო არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.
26 ივლისს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ.
რუსეთისა და ირანისთვის დამატებითი სანქციების შესახებ კანონპროექტში, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გამოაქვეყნა, საქართველოზეც არის საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






