ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ მან რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მარტში, კრემლში შეხვედრისას გააფრთხილა, რომ სიტუაცია აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა დაიძაბოს:
“მარტში, როდესაც კრემლში ვიმყოფებოდი, პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ვუთხარი, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ დამიჯერეთ - ის შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს და ასეც მოხდა ახლახანს. კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის სანქციებთან მიმართებით არც მე და არც პრეზიდენტი ტრამპი აღფრთოვანებულები არ ვართ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა მომგებიანი ჩვენი ძალისხმევისთვის , მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. პრეზიდენტი და კონგრესი გაერთიანდნენ ჩვენს გზავნილში რუსეთის მიმართ: უკეთესი ურთიერთობები, სანქციების მოხსნისთვის რუსეთს მოეთხოვება შეწყვიტოს ის ქმედებები, რომლებმაც ეს სანქციები გამოიწვია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, - განაცხადა ტილერსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






