მალხაზ პატარაია: ყველაზე საშიში სცენარი
პოზიცია - 02:26, 24 Jun, 2013     1776


თუ ქვეყანაში ვითარება ასე გაგრძელდა დასახელებულ ვადამდე, წლის ბოლომდე დიდ ალბათობით ჩვენი პრემიერი ისედაც ვერ მიაღწევს. სახელმწიფოში ქაოსია, ვერ მართავს ვერც ქვეყანას და ვერც თავის გარემოცვას, რომელიც სრულიად უსახური, უსუსური და უუნაროა. ეს თუნდაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბოლოდროინდელმა ისტორიებმა ნათლად და ცხადად აჩვენა. უკვე ბევრი გააფუჭა შინ და გარეთ და კიდევ უფრო მეტს გააფუჭებს. ხალხს ვერც ასაქმებს და ვერც აპურებს. მისი პრორუსულობა მთლიანად გაიშიფრა და გაშიშვლდა. ამერიკელებმა დიდი წითელი შუქი აუნთეს, არც ევროპა სწყალობს მაინცადამაინც და არც უცხოური პრესა. ვერც პუტინი შველის ძველებურად და რეიტინგიც საგრძნობლად იკლებს. ვერც თვითონ ქაჩავს, ვერც უსუფაშვილი და ვერც ახლადგამომცხვარი ფავორიტი-პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილი. სანამ იქნება ღარიბაშვილის კისერზე. ამ უკანასკნელის სასეირო სერიალებიც ხომ მალე მოსაბეზრებელი გახდება. ოპოზიციის საჩვენებელი დაჭერა-გასამართლებებიც როდემდე უნდა გაგრძელდეს. არც ამათ აქვთ ადრინდელი ეფექტი.


სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა ამ განცხადებაზე, მაგრამ ყველაზე სახიფათო ვერსია ჯერ ვერ ვნახე. ეს ამბავი ერთხელ უკვე იყო და არ უნდა განმეორედეს.
გვახსოვს ალბათ, 1993 წელს როგორ მოაწყო შევარდნაძემ გადადგომა–გადმოდგომის სპექტაკლი თბილისში, რუსთაველზე მის მიერვე მობილიზებული ადამიანების დაჩოქების თანხლებით. მაშინ მან ხალხს უთხრა: ,,გადავდექი და ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავო". ,,ჩვენ ავლოკავთ, ჩვენ ავლოკავთ",–იყო ბრბოს პასუხი.


რა მოჰყვა ამას კარგად გვახსოვს, შევარდნაძის მორყეული ძალაუფლების უსაზღვროდ გამტკიცება, სოხუმისა და მთელი აფხაზეთის ჩაბარება, ქართველების გენოციდი და მრავალი წლის ბნელი და უკუნი.


ახალი ხვეწნა მუდარითა და დაჩოქებით ამჯერად წარმოუდგენლად უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა მოსალოდნელი-მთელი საქართველოს რუსეთისათვის ჩაბარება, სახელმწიფოებრიობის სრული ნგრევა, დამოუკიდებლობის დაკარგვა და უკვე საბოლოო ბნელი და უკუნი.


პირველი სასიგნალო ნოტები უკვე ააჟღერეს ცნობილმა კაპიტულანტმა მამუკა არეშიძემ და ყველა დროის ყველაზე მედროვე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. მოსალოდნელია, რომ სხვებიც აჰყვნენ და მალე ვიხილოთ ახალი დაჩოქება უკვე ივანიშვილის წინაშე, ისევ ,,ჩვენ ავლოკავთ" ძახილით.
ეს მოვლენების განვითარების ყველაზე საშიში სცენარია. ღმერთმა ნუ ქნას.

 

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42