საქართველო აშშ-ის ორბიტაზე და მოსკოვის პოლიტიკური აღელვება - ,,შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნა“
პოზიცია - 17:33, 01 Aug, 2017     14797
„ძალა ერთობაშია“ - უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი საერთშორისო პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - NATO-ს წვრთნების ფარგლებში „ღირსეული პარტნიორი 2017“ და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი.

29 ივლისს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი" ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი შემოვიდა. 30 ივლისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული ყურადღება კი დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ ჯავშანტექნიკა, რომელიც ბორანზე ბულგარეთში აიტვირთა და ფოთის პორტში შემოვიდა, ვაზიანამდე მთელი საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის გავლით ჩავიდა, ჯავშანტექნიკამ გუშინ გაიარა გორში, იქ სადაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით რუსეთის ფედერაციას ე.წ. საზღვრები აქვს გადმოწეული და იქ, სადაც ოკუპაცია აქტიურ ფაზაშია შესული.

პარალელურად 31 ივლისს საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია, მისი ვიზიტი ესტონეთის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შედგა. პენსი საქართველოში იმ მესიჯებისა და გზავნილების გასავრცელებლად ჩამოვიდა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას გააჩნია საქართველოსთან მიმართებით.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში გაკეთდა მკაფიო განაცხადებები პენსის მხრიდან, არაერთხელ იქნა ნახსენები რუსეთის ფედერაცია, მისი აგრესიული პოლიტიკა და ზიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ადგება. პენსიმ დაგმო საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ქმედებები და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეეცდებიან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე აღნიშნა, რომ დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

მაიკ პენსიმ სიტყვით მიმართა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებს და საქართველოში სტუმრობა დაასრულა ფრაზით - „ძალა ერთობაშია“. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ფრაზაც თქვა: "რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს, პრეზიდენტის მყარ პოზიციას, რომელიც ჩვენს მტკიცე ღირებულებებს ეხება“

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მკაფიო გზავნილებს ჯერჯერობით არ მოჰყოლია რუსეთის ფედერაციის პასუხი, გარდა დიმიტრი პესკოვის მცირე კომენტარისა, რომელიც მიიჩნევს, რომ პენსის ვიზიტი საქართველოსა და ესტონეთში პრობლემას არ წარმოადგენს. მისი განცხადებით, პრობლემა არის NATO-ს გაფართოებაზე საუბარი და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის შეიარაღებული ძალების განლაგება:

„ისინი სუვერენული ქვეყნები არიან, რომლებიც თავიანთი შეხედულებების მიხედვით აწყობენ ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან. აქ შეუძლებელია რაიმე პრობლემა არსებობდეს. მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, როდესაც ეს გულისხმობს სხვადასხვა ალიანსების გაფართოებას და მათი სამხედრო ტექნიკის განლაგებას ჩვენი საზღვრების გასწვრივ. ეს ჩვენს აღელვებას იწვევს“, - განაცხადა პესკოვმა.

მაიკლ პენსის ვიზიტს გამოხმაურება ჰქონდა BBC-ზე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ,,საქართელო აშშ-ის ორბიტაზე ბურნდება".

„ნიუპოსტი“ მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად ექსპერტებს დაუკავშირდა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პესკოვის განცხადება განსაკუთრებულ მესიჯებს არ შეიცავს და რუსეთის რეაქციაზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული საქართველოს შემდგომი გადაწყვეტილებები, რადგან ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს:

„რუსეთი,, რა თქმა უნდა, გაგვაფრთხილებს და მაქსიმალურადაც შეეცდება ჩაშალოს ჩვენი დაახლოების პროცესი ნატოსთან, ამაში ახალი არაფერი არის. ვერაფერს ღირებულს ჩვენ რუსეთისგან ვერ ვიღებთ, ბოლო 4 წელია ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ძალიან ცდილობს, მაგრამ საპასუხოდ მივიღეთ ე.წ. საზღვრის გადმოწევები და მათი მხრიდან სრული იგნორირება ჩვენი ინტერესების. იმიტომ, რომ პესკოვი და პუტინი გაღიზიანდებიან და ჩვენ რაღაც არ გავაკეთოთ, ჩვენს ინტერესებს ეს დააზიანებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ახლა ის, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ პოზიცია დასავლეთის გვერდით“, - აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე.

რაც შეეხება მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში, ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მკაფიო გზავნილების ფონზე ახლა ყოველივე საქართველოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი არსებული სიტუაციების გამოყენებას, რადგან საქართველო მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში:

„მკაფიო გზავნილები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენს მხარდაჭერასთან მიმართებით, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის საკითხში, ასევე რუსეთთან დაკავშირებით, ახლა დაფიქსირდა გადამწყვეტი ფორმით, ეს კეთდება იმის ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აღიქვამს რუსეთს როგორც მტერს და ამის მაგალითი არის ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც სრული უმრავლესობით მიიღო აშშ-ის კონგრესმა. ამის ფონზე კი ჩვენ ვხვდებით ამერიკის ყურადღების ცენტრში, რაც ძალიან მნიშვნეოვანია.

ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ძალიან კარგად, უნდა დავიწყოთ კიდევ უფრო აქტიური ურთიერთობა ამერიკელ პარტნიორებთან. რაც მთავარია, თავი უნდა დავანებოთ იმ ნონსენსს რაც ახლა არის რუსეთთან, ურთიერთობის ნორმალიზაცია და რუსეთის არგაღიზიანება, რადგან ახლა ხაზი გაიყო, ერთ მხარეს დგას დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო, მეორე მხარეს კი რუსეთი. ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ალბათ საჭიროა, რომ უფრო გამკაცრდეს ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან და ამას ამერიკაც მოგვიწოდებს, ეს კი ვიხილეთ მაიკ პენსის ვიზიტის დროს“, - განმარტავს ექსპერტი.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსკენ გადმოდგა მკაფიო ნაბიჯი და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ სამომავლო განვითარებისთვის კარგად უნდა გამოიყენოს:

„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს არის მხარდაჭერის სიგნალი, რომ საქართველო უბრუნდება ამერიკის შეერთებული შტატების რადარს, ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის დაამყაროს საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები, ვიდრე აქვს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, რამდენად შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გამოყენებას. საქართველო სრულად არის გამქრალი ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოების რადარებიდან, რუსეთი აკეთებს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს რაც მოუნდება, არცერთ ტრიბუნაზე არ ხდება ამის გაპროტესტება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ვიზიტით თავად გადადგა პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, მან მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნა, რომ მზად არის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისთვის საქართველოსთან. ამ ვიზიტს უნდა ვუყუროთ იმ ქვეყნების კონტექსტიდან, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა, იგი ჩავიდა ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი ემუქრება და არსებობს რეალური საშიშროება ამ ქვეყნებში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისა. ამიტომ, ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ ნაბიჯის გამოყენება კი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს სასიკეთოდ“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ საქართველო დღეს 17:00 საათისთვის დატოვა. ბოინგი N2 მონტენეგროში დაეშვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42