აღნიშნული სისტემა იყენებდა ჩათ-ბოტებს, რომელიც განკუთვნილი იყო ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისათვის, მაგრამ, თანდათან, მათ ერთმანეთთან საუბარი დაიწყეს. თავიდან საუბარი ინგლისურად მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ მათ, პროგრამოს განვითარების პროცესში, თავად შექმნეს საკუთარი ენა.
ამერიკულ მედიაში გამოჩნდა საუბრის ნაწყვეტები, რომელსაც ვირტუალური მოსაუბრეები ერთმანეთს წერდნენ. აი ერთერთი მაგალითი:
"Bob: “I can can I I everything else” (ბობი: მე შემიძლია შემიძლია მე მე ყველაფერი დანარჩენი)
Elice: “Balls have zero to me to me to me to me to me to me to me to me to” (ბურთები აქვთ ნული ჩემთვის ჩემთვის ჩემთვის...)"
როგორც გამოცემა Digital Journal წერს, ხელოვნული ინტელექტის სისტემები ეყრდნობიან "წახალისების" პრინციპს, ანუ აგრძელებენ ქნედებებს იმ პირობით, თუ ეს გარკვეული სარგებლის მომტანია. როგორც ჩანს, გარკვეულ მომენტში მათ ოპერატორებისგან არ მიიღეს სიგნალი ინგლისური ენის წახალისების შესახებ და ამიტომაც გადაწყვიტეს თავისი ენა შეექმნათ, რომელზეც მათ უფრო მარტივი და სწრაფი საუბარი შეეძლოთ, ვიდრე ინგლისური ენაა.
კომპანიის ექსპერტები შიშობენ, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს განავითარებს, იგი თანდათან უფრო დამოუკიდებელი გახდება და აღარ დაემორჩილება IT-სპეციალისტებს.
აღსანშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ხელოვნური ინტელექტის თაობაზე კანათი ჰქონდათ მარკ ცუკერბერგს და SpaceX, Tesla და PayPal-ის დამფუძნებელს ილონ მასკს. მასკმა მოუწოდა აშშ-ს ხელისუფლებას, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხში გარკვეული რეგიულაციები დააწესოს, რადგან ის შეიძლება კაცობრიობისათვის საფრთხედ გადაიქცეს. ცუკერბერგი ამ სიტყვებმა გააღიზიანა, თუმცა, თავად აღმოჩნდა პრობლემის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს google-მა ახალი სისტემა შექმნა, რათა google translate-ის თარგმნის ხარისხი გაეუმჯობესებინა. იმისთვის, რომ სისტემას მთელი წინადადების ან აბზაცის თარგმანი სწორად განეხორციელებინა, მან გამოიგონა ახალი ენა, რომელიც ერთ ენაზე დაწერილ წინადადებას თავის, ხელოვნურ ენაზე თარგმნის, ხოლო შემდეგ გადაყავს სხვა ენაზე.
წყარო: BBC
მასალის გამოყენების პირობები






