„საპარტნიორო ფონდში“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:02, 01 Aug, 2017     1278
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფონდის სტრატეგია და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს პროექტი "ჯინო გრინ სითის" შესახებ, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას. მათ ასევე მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს.

შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნინო ჩოლოყაშვილი და „ჯინო გრინ სითის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ესწრებოდნენ.

2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი:

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;

ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42