აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოში აშშ-ის ელჩთან ერთად დახვდნენ.
პენსი საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობს.
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჩვენ სქვეყანაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოვიდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
პირველ აგვისტოს კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეხვდება.
პენსი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს ხვალ, 15:15 საათზე შეხვდება.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






